top of page

ჩვენ შესახებ

“იდეების ბუდე” არის ვებსაიტი, სადაც სხვადასხვა მცირე პროექტისა და ადგილობრივი ინიციატივების იდეებია თავმოყრილი, რომლებსაც თან ახლავს დეტალური ინსტრუქცია თუ როგორ უნდა განახორციელოთ ისინი. აქ თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ბევრი შთამაგონებელი იდეა თუ როგორ უნდა შეცვალოთ თქვენი გარემო და იმოქმედოთ თქვენს თემში სასარგებლო ცვლილებებისთვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თქვენთვის ეს დიდი თავგადასავლის დასაწყისი გახდება. თუ თქვენ აპირებთ განახორციელოთ თქვენი პროექტი, შეგიძლიათ დაიწყოთ ამ ვებსაიტის დახმარებით - გადაამოწმეთ, როგორ შეუძლია ვებსაიტს დაგეხმაროთ იმისთვის, რომ თქვენ წარმატებულად დაგეგმოთ და განახორციელოთ თქვენი აქტივობები.

აღნიშნული ვებსაიტი ასევე მიზნად ისახავს აღჭურვოს ახალგაზრდა ლიდერები, ადგილობრივი აქტივისტები და სხვები, რომლებიც ახალგაზრდებთან მუშაობენ, იმ ინფორმაციით და კონკრეტული მეთოდებით, თუ როგორ უნდა შეუწყონ ხელი ახალგაზრდულ ჩართულობას ადგილობრივი თემის საკითხებში.

 

ეს საიტი შექმნილია პროექტის, “ჩაერთე” (Be INvolved) ფარგლებში, რომელიც 2018 წლიდან ხორციელდება და მხარს უჭერს საქართველოში სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს, რათა ისინი გახდნენ უფრო პასუხისმგებლიანი და აქტიური მოქალაქეები. ჩვენ გვჯერა ახალგაზრდების და ყველა იმ ადამიანის პოტენციალის, რომლებსაც სურთ ცვლილებების მოხდენა საზოგადოებაში; ჩვენ გვჯერა, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა პოზიტიური გავლენა მოახდინონ საზოგადოებაზე. პროექტი შექმნილი და განხორციელებულია სსო “კონას”, “გალიციური განვითარებისა და განათლების ფონდის” (პოლონეთი) და სხვა პარტნიორების თანამშრომლობით. 

ეს საიტი შექმნილია 2020 წელს პროექტის, “ჩაერთე” (Be INvolved) ფარგლებში, რომელიც მხარს უჭერს ახალგაზრდების ადგილობრივ ინიციატივებში ჩართულობას საქართველოში. პროექტი თანადაფინანსებულია პოლონურ–ამერიკული თავისუფლების ფონდის მიერ „RITA-რეგიონი გარდამავალ პერიოდში“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფონდი „განათლება დემოკრატიისთვის“.
 

 

პარტნიორი ორგანიზაციები:

 

კონა (თბილისი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ჭალა) - საზოგადოებრივი განვითარების და განათლების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციაა. ძირითადად მუშაობს ახალგაზრდებთან. ხელს უწყობს მათი უდიდესი პოტენციალის  განვითარება-გამოვლენას, მხარს უჭერს მათ იდეებს და სურვილებს, რათა შეცვალონ თავისი და გარშემომყოფთა რეალობა უკეთესობისკენ, მათ ეს შეუძლიათ! კონა ორგანიზებას უკეთებს სხვადასხვა კულტურულ და საზოგადოებრივ ღონისძიებასა და აქტივობას ქვემო ჭალაში და შიდა ქართლის სხვა სოფლებში. 

https://www.facebook.com/konageorgia 

+995 599553071

https://www.facebook.com/groups/114108592727218/ Be INvolved (ჩაერთე) - აქტიური ახალგაზრდების ჯგუფი

 

გალიციური განვითარების და განათლების ფონდი (პოლონეთი) - ჩვენი ფონდის საქმიანობა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდების გააქტიურებას. ჩვენი ხედვა უკავშირდება აქტიურ ადგილობრივ საზოგადოებას, რომელიც ჩაკეტილი არაა. ჩვენი საქმიანობის მეშვეობით გვსურს ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა.

http://galicyjskafundacja.tilda.ws/ 

https://web.facebook.com/galicyjskafundacja.krzywa/ 

 

განვითარების ჰაბი (საქართველო) - ორგანიზაციის მიზანია განვითარებაზე ორიენტირებული მოქალაქეების ხელშეწყობა საგანმანათლებლო და პროფესული კუთხით, რომელსაც მათთვის არაფორმალური განათლების მიწოდებით ახორციელებს. სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების გარდა, ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ტექნოლოგიური და ციფრული წიგნიერების ხელშეწყობა და ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლა.

https://www.facebook.com/developmenthub.org/ 

info.development.hub@gmail.com,

+995 599470473 

 

თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი (საქართველო) - ცენტრი თავისი საქმიანობით ცდილობს წვლილი შეიტანოს სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებასა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებაში. ჩვენ გვსურს აქტიური, ფართო ხედვის მქონე და ერთიანი საზოგადოება, რომელიც ქმნის ჯანსაღ და თანაბარ გარემოს. ჩვენ გვჯერა, რომ ღირსეული შედეგის მიღწევა შესაძლებელია მიზანდასახულობით, საქმის მიმართ კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით, მოხალისეობრივი საქმიანობითა და თითოეული ინდივიდის წვლილის აღიარებით.

https://www.tycgeorgia.com/

+ 995 598 35 09 31

ჰიუგე (საქართველო) - ახალგაზრდული ორგანიზაცია ,რომლის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს თანამედროვე, განათლებული და განვითარებული ახალგაზრდობის დამკვიდრებას. ჰიუგე ცდილობს უზრუნველყოს ახალგაზრდების ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში ჩართულობის გაზრდას. ასევე, ხელს უწყობს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების და ეროვნებების ახალგაზრდების დამეგობრებასა და ინტეგრაციაში. ჩვენი სურვილი ისაა რომ, პატარ-პატარა ნაბიჯებით შევცვალოთ ჩვენი გარემო უკეთესობისკენ, გავხდეთ უფრო ბედნიერები და შევიგრძნოთ ჰიუგე.
https://www.hygge.ge
https://www.facebook.com/hyggeo

+995 557 978 984

 

 

ეს ვებგვერი ლიცენზირებულია საერთაშორისო “The Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0” ლიცენზიით. ლიცენზიის ასლის სანახავად გადადით ბმულზე: http://creativecommons.org/licenses/by-sa/4.0

Up Icon.png
bottom of page