top of page
პარტიზანული მებაღეობა

გაამწვანე საზოგადო სივრცე

#თემი #ეკოლოგია

კოორდინატორი: 1-2

მონაწილე: შეუზღუდავი

მოსამზადებლად: 1 დღე

განსახორციელებლად: 3 საათი

მცენარეთა და ხეების ნერგები, თესლი (შეარჩიეთ მცენარეები, რომლებიც ადვილად იზრდება), გამწვანების და ნიადაგის მოსამზადებელი იარაღები - თოხი, ფოცხი, ნამგალი, ცელი

პარტიზანული მებაღეობა - ბაღების გაშენება, იქ სადაც არავინ ელოდება - ძალიან ხშირად ქალაქის მიდამოებში, მოედნებზე და მოსაპირკეთებელ ეზოებში. ხშირად მცენარეების დარგვა ხორციელდება მიტოვებულ ადგილას, ნახევრად ლეგალურად, ხშირ შემთხვევაში მიწის მესაკუთრეების ნებართვის გარეშე. ამ გზით, შეგიძლიათ იზრუნოთ უგულვებელყოფილ ტერიტორიებზე და გახადოთ ადგილები უფრო ლამაზი. ეს არის საზოგადოებრივი სივრცისადმი ზრუნვის გამოხატულება და ერთგვარი ესთეტიკური ჩარევა. ამ გზით შექმნილი ბაღები, ზოგჯერ გალამაზებული ყვავილებით, ბოსტნეულით, განკუთვნილია მთელი საზოგადოებისათვის - ეს არ არის ინდივიდუალური გაშენება. პარტიზანული მებაღეობის გარშემო, შეიქმნა მთელი მოძრაობა, რომელიც ცვლის უგულვებელყოფილ ადგილებს მსოფლიოს ბევრ ქალაქში. იქნებ თქვენს ქალაქში არის ასეთი უგულვებელყოფილი მოედანი ან ძველი ბეტონის ქოთნები?

ავტორები

ააიპ კონა, Გალიციური განვითარების და განათლების ფონდი (პოლონეთი)

Up Icon.png
bottom of page