ინტერნეტ-გაზეთი
წამოწყება, რათა მნიშვნელოვან თემებზე შეძლოთ საუბარი
#თემი #მედია #სკოლა #ეკოლოგია #ონლაინ ინიციატივა
კოორდინატორი: 2-5
გრძელვადიანი ინიციატივა
კომპიუტერი, სმარტფონი, ფოტოკამერა
-
ონლაინ-გაზეთის წამოწყება შეიძლება კარგი იდეა იყოს თქვენთვის და თქვენი თანატოლებისათვის, რათა მნიშვნელოვან თემებზე შეძლოთ საუბარი და მოირგოთ ჟურნალისტის როლი. შეგიძლიათ შექმნათ გაზეთი ბლოგის / ვიდეო ბლოგის სახით, ან გამოაქვეყნოთ სტატიები სოციალურ მედიაში (მაგ. ფეისბუქის პროფილზე).
-
დასაწყისისთვის შექმენით საკითხების ჩამონათვალი, რომელიც მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისათვის და რომელზეც გსურთ მიიღოთ პასუხი. ამის გაკეთება შეგიძლიათ არამხოლოდ საკუთარი გამოცდილების საფუძველზე, არამედ, მეგობრების აზრის გათვალისწინებით (მაგ. შეგიძლიათ შექმნათ ანკეტა).
-
შეგიძლიათ მოიძიოთ სტატიები და სხვა მასალა, რომელიც თქვენთვის საინტერესო საკითხებს შეხეება. დაფიქრდით, კონკრეტულად რისი გაგება გსურთ.
-
მოძებნეთ ექსპერტები, ვისთანაც შეძლებდით თქვენთვის საინტერესო თემის განხილვას, ასევე, სთხოვეთ ინტერვიუც; შეგიძლიათ შეხვედეთ ან გაესაუბროთ ტელეფონით, მიწეროთ ელფოსტით. დაუკავშირდით იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მოღვაწეობენ თქვენთვის საინტერესო სფეროებში - სთხოვეთ მათ წარმომადგენლებს, რომ გაგაცნოთ ექსპერტები.
-
განათავსეთ თქვენი ნამუშევარი სტატიები / ჩანაწერები / ინტერვიუები ონლაინ-გაზეთში.
ავტორები