top of page
დასუფთავების დღე

როგორ შევკრიბოთ მოხალისეები და დავასუფთავოთ ნაგვისგან საჯარო სივრცე
#თემი #ეკოლოგია #გარეთ

Კოორდინატორი: 2-4

მონაწილე: 2-20

მოსამზადებლად: 2 საათი

განსახორციელებლად: 2-4 საათი

პარკები ნაგვისთვის, ცოცხი, ფოცხი, ნიჩაბი, ხელთათმანები

საფეხურები

მამზადება

  • შეკრიბეთ ძირითადი გუნდი და შეარჩიეთ დასასუფთავებელი ტერიტორია

  • შეიმუშავეთ დასუფთავების გეგმა და გაინაწილეთ მოვალეობები

  • შეატყობინეთ გამგეობას დაგეგმილი ღონისძიების შესახებ და სთხოვეთ დახმარება ნაგვის გატანასთან დაკავშირებით

  • განაცხადეთ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ და მოიწვიეთ მოხალისეები

განხორციელება

  • შეიკრიბეთ დანიშნულ დღეს მოხალისეებთან ერთად და გაინაწილეთ დასასუფთავებელი ზონები

  • შეაგროვეთ ფოტო/ვიდეო მასალა და ღონისძიების მსვლელობის ან მისი დასრულების შემდეგ სოციალური მედიების საშუალებებით გააზიარეთ დასუფთავების ღონისძიების დეტალები

  • მოუწოდეთ მოსახლეობას არ დაანაგვიანოს გარემო (პლაკატები, სიმღერა, წარწერა ასფალტზე)

 

განხორციელების შემდეგ

არ დაგავიწყდეთ ნაგვის გატანის შესახებ  წინასწარ შეუთანხმდეთ თვითმმართეველობას 

ვარიაციები და რეკომენდაციები

დასასრულს, შეიძლება მონაწილეებთან ერთად აღნიშნოთ ღონისძიების დასასრული: გადასცეთ ჯილდოები, დაანთოთ კოცონი და სხვა. 

 

ავტორები

ააიპ კონა, ქვემო ჭალა

Facebook-ის პოსტი - დასუფთავების დღე

მოუსმინეთ ეკო სიმღერას - დასუფთვების დღეზე მოწვევა ჭალაში

Up Icon.png
bottom of page