ფოტოგრაფიული გასეირნება
ახალი კუთხით შეხედოთ ჩვენ საცხოვრებელ გარემოს
#თემი #გარეთ #ბავშვებისთვის #კულტურა #ისტორია #მედია #სკოლა #ეკოლოგია
მონაწილე: 2-3 ადამიანი ერთ კამერაზე
მოსამზადებლად: დაახლოებით 2 საათი.
ფოტოაპარატი ან მობილური ტელეფონი, კომპიუტერი ან პროექტორი ფოტოსურათების საჩვენებლად.
საფეხურები
-
დასაწყისში ვაჩვენებთ თუ როგორ უნდა მოვემსახუროთ ტექნიკას (განსაკუთრებით, თუ ვმუშაობთ მცირეწლოვან ბავშვებთან) და ვუხსნით დავალების შინაარს - დავალების თემიდან გამომდინარე. მაგალითად ეს შეიძლება იყოს ჩვენი საცხოვრებელი ადგილი: რა მოგვწონს/არ მოგვწონს, რის შეცვლა გვსურს, ვეძებთ საინტერესო ადგილებს და ა.შ. მიზანშეწონილია მონაწილეებს ვუთხრათ გადაღებული ფოტოსურათების რაოდენობა, იმისთვის რომ საბოლოო ჯამში არ იყოს ბევრი სურათი, ხოლო წარმოდგენილი ფოტოსურათების გადაღება უნდა იყოს გააზრებული (მაგ: მაქსიმუმ 5 ფოტო იმ საგნებიდან რომლებიც მოსწონთ და 5 - რომელიც არ მოსწონთ). განსაზღვრული უნდა იქნას დრო, თუ რომელზე უნდა დაბრუნდეთ გასეირნებიდან.
-
მონაწილეები მცირე ჯგუფებში გადიან ბუნებაში (თუ თქვენ მუშაობთ ბავშვებთან ჯგუფს უნდა ჰყავდეს მეურვე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არ მოვახდინოთ გავლენა მათ არჩევანზე, რათა ბავშვებმა დამოუკიდებლად გააკეთონ არჩევანი იმისა თუ რა მოსწონთ/არ მოსწონთ ფოტო სურათების გადაღების დროს, ასევე არ ვახდენთ ბავშვების ნამუშევრების გაკრიტიკებას).
-
სეირნობიდან დაბრუნების შემდეგ ჩვენ ვაწყობთ ფოტოსურათების ჩვენებას, თითოეული ჯგუფი ახდენს ფოტოსურათების წარდგენას, ასევე განიხილება თუ რატომ იქნა შერჩეული კონკრეტული ნივთი / ადგილი / მოვლენა.
რაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს მეთოდი?
აღნიშნული მეთოდი წარმოადგენს ადგილობრივი კვლევის ნაწილს საუბრის დაწყებისათვის, ჩვენი საცხოვრებელი ადგილის შესახებ: რა არის მასში ღირებული, საინტერესო და რისი შეცვლა გვსურს. აღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია ახალი კუთხით შეხედოთ იმ საცხოვრებელ გარემოს სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ვეძიოთ ჩვენი სოფლის ისტორიის კვალი, გავეცნოთ მეზობლებს.
ავტორები