ეკო-მეგობრული დღე
ღონისძიება მათთვის,ვისაც სურს მეტი გაიგოს ეკოლოგიის შესახებ
#თემი #ეკოლოგია
კოორდინატორი: 5-10
მონაწილე: 10-40
მოსამზადებლად: 1 კვირა
განსახორციელებლად: 3-4 საათი
ჩასატარებელი ადგილი, აპარატურა, სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები
განხორციელების საფეხურები:
მამზადება
-
ძირითადი სამუშაო გუნდის შეკრება და მოვალეობების გადანაწილება;
-
აქტივობების დაგეგმვა;
-
სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელება და ფლაერების დარიგება.
განხორციელება
-
თავდაპირველად საჭიროა, რომ შეიკრიბონ ის ადამიანები, რომლებიც გაუწევენ კოორდინირებას ეკო-მეგობრულ დღეს;
-
შეხვედრის დროს ორგანიზატორებმა უნდა გაწერონ მოვალეობები დეტალურად;
-
უნდა შეირჩეს ღონისძიების ჩატარების დრო და თარიღი;
-
უნდა დაიგეგმოს ის აქტივობები, რომლებიც ჩატარდება ამ ღონისძიებაზე;
-
პლასტმასის გადამუშავების ვორქშოპი
-
თუნუქის გადამუშავების ვორქშოპი
-
ფლი მარკეტი
-
რამდენიმე სოცოალური საწარმოს მოწვევა
-
პლასტმასისგან და სხვადასხვა ქსოვილისგან ნივთების დამზადება
-
-
უნდა შეირჩეს ადამინთა გუნდი, რომლებიც დაეხმარებიან ორგანიზატორებს ღონისძიების ჩატარებაში, ანუ მოხალისეები;
-
მოიძიეთ ღონისძიებისთვის საჭირო ყველა ინვენტარი;
-
სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელება ღონისძიების შესახებ;
-
შესაძლოა მოიწვიოთ სტუმრები, რომლებიც შეძლებენ გარკვეულ აქტივობებს ჩაუდგნენ სათავეში;
-
ღონისძიების დღეს რამდენიმე საათით ადრე მიბრძანდით ტერიტორიაზე, რათა ყველა საჭირო ნივთი და ინვენტარი მოეწყოს;
-
ადგილზე კიდევ ერთხელ გადაინაწილეთ მოვალეობები და პასუხისმგებლობები, რათა ღონისძიება ჩატარდეს ხარვეზების გარეშე;
-
ღონისძიების დასრულების შემდეგ შეიკრიბეთ ორგანიზატორები და განიხილეთ ჩატარებული ღონისძიება.
განხორციელების შემდეგ
-
ფოტო/ვიდეო მასალის მოძიება და სოციალურ ქსელში გავრცელება.
ღონისძიების დასასრულს, ორგანიზატორების სიტყვით გამოსვლა და გრანდიოზულად დახურვა.
ავტორები