top of page
ეკო-მეგობრული დღე

ღონისძიება მათთვის,ვისაც სურს მეტი გაიგოს ეკოლოგიის შესახებ

#თემი #ეკოლოგია

კოორდინატორი: 5-10

მონაწილე: 10-40

მოსამზადებლად: 1 კვირა

განსახორციელებლად: 3-4 საათი

ჩასატარებელი ადგილი, აპარატურა, სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები

განხორციელების საფეხურები:

მამზადება

  1. ძირითადი სამუშაო გუნდის შეკრება და მოვალეობების გადანაწილება;

  2. აქტივობების დაგეგმვა;

  3. სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელება და ფლაერების დარიგება.

განხორციელება

  • თავდაპირველად საჭიროა, რომ შეიკრიბონ ის ადამიანები, რომლებიც გაუწევენ კოორდინირებას ეკო-მეგობრულ დღეს;

  • შეხვედრის დროს ორგანიზატორებმა უნდა გაწერონ მოვალეობები დეტალურად;

  • უნდა შეირჩეს ღონისძიების ჩატარების დრო და თარიღი;

  • უნდა დაიგეგმოს ის აქტივობები, რომლებიც ჩატარდება ამ ღონისძიებაზე;

    • პლასტმასის გადამუშავების ვორქშოპი

    • თუნუქის გადამუშავების ვორქშოპი

    • ფლი მარკეტი

    • რამდენიმე სოცოალური საწარმოს მოწვევა

    • პლასტმასისგან და სხვადასხვა ქსოვილისგან ნივთების დამზადება

  • უნდა შეირჩეს ადამინთა გუნდი, რომლებიც დაეხმარებიან ორგანიზატორებს ღონისძიების ჩატარებაში, ანუ მოხალისეები;

  • მოიძიეთ ღონისძიებისთვის საჭირო ყველა ინვენტარი;

  • სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელება ღონისძიების შესახებ;

  • შესაძლოა მოიწვიოთ სტუმრები, რომლებიც შეძლებენ გარკვეულ აქტივობებს ჩაუდგნენ სათავეში;

  • ღონისძიების დღეს რამდენიმე საათით ადრე მიბრძანდით ტერიტორიაზე, რათა ყველა საჭირო ნივთი და ინვენტარი მოეწყოს;

  • ადგილზე კიდევ ერთხელ გადაინაწილეთ მოვალეობები და პასუხისმგებლობები, რათა ღონისძიება ჩატარდეს ხარვეზების გარეშე;

  • ღონისძიების დასრულების შემდეგ შეიკრიბეთ ორგანიზატორები და განიხილეთ ჩატარებული ღონისძიება.

განხორციელების შემდეგ

  • ფოტო/ვიდეო მასალის მოძიება და სოციალურ ქსელში გავრცელება.

ღონისძიების დასასრულს, ორგანიზატორების სიტყვით გამოსვლა და გრანდიოზულად დახურვა.

ავტორები

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დრონი"

Up Icon.png
bottom of page