გადაღების რეპორტაჟი
რეპორტაჟის მომზადება თემისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე
#თემი #გარეთ #ბავშვებისთვის #კულტურა #ისტორია #მედია #სკოლა #ეკოლოგია
Კოორდინატორი: 1-2
მონაწილე: დაახლოებით 5 ადამიანი ერთ კამერაზე
მოსამზადებლად: საჭიროებიდან გამომდინარე (1-5 დღე).
კამერა, ფოტოაპარატი, შტატივი სამფეხა, ხმის ჩამწერი, პროექტორი კინოჩვენებისთვის.
საფეხურები
შენიშვნა: ხანგრძლივი ფორმატისთვის მიზანშეწონილია გყავდეთ ადამიანი, ვინც ფილმის მონტაჟს გააკეთებს.
-
დასაწყისში ვაჩვენებთ თუ როგორ უნდა მოვემსახუროთ ტექნიკას. ამის გაკეთება შეგვიძლია სახალისო ფორმით - მაგალითად ვიდეო ღია ბარათები, ვიდეოკალამბურები.
-
ერთად მოვიფიქრებთ რეპორტაჟის თემას და მოვამზადებთ კითხვებს (აუცილებელია დასმული იყოს ღია ტიპის კითხვები), ასევე შეგვიძლია ვნახოთ რეპორტაჟი ან მისი ნაწილი, რათა მონაწილეებს ვაჩვენოთ თუ როგორ ხდება კადრების გადაღება, კითხვების დასმა და ა.შ.
-
მონაწილეები უნდა დავყოთ «გადამღებ ჯგუფებად» და ამის შემდგომ გავდივართ გადაღებაზე. თითოეული ჯგუფი ეძებს რესპოდენტებს და სთხოვთ მათ კამერაზე მომზადებულ კითხვებზე პასუხების გაცემას.
-
დროისა და შესაძლებლობების მიხედვით, შეგვიძლია ერთად ვნახოთ გადაღებული მასალა და მოვახდინოთ მასალის შერჩევა (რა არის საინტერესო, რომელი კადრი კარგად გამოვიდა, რა არის ამოსაღები).
-
შემდეგი ეტაპი - რეპორტაჟისთვის გადაღებული მასალის მონტაჟი. თუ გვინდა პრემიერის ორგანიზება, რეპორტაჟის ხანგრძლიობა არ უნდა აღემატებოლდეს 30 წთ.
-
სემინარის შეჯამებაზე ვაწყობთ საჯარო ჩვენებას. ვგეგმავთ ღონისძიებებს (პლაკატები, მოსაწვევები, რესპოდენტების დაპატიჟება), შეგვიძლია გამასპინძლება. ჩვენება გვაძლევს დიალოგის გამართვის შესაძლებლობას, შეგვიძლია საჯაროდ განვიხილოთ ფილმში გაჟღერებული თემები, ასევე ერთობლივად ვიმსჯელებთ ადგილობრივი კვლევის შესახებ და შევძლებთ უკეთესად გავიცნოთ მეზობლები და მოვახდინოთ ინტეგრაცია.
-
რესპოდენტების თანხმობის შემთხვევაში, შეგვიძლია რეპორტაჟი გავავრცელოთ ინტერნეტში ( მაგ.: Facebook , YouTube, Vimeo).
-
რაში შეგვიძლია გამოვიყენოთ რეპორტაჟი ? - ის გვაძლევს საშუალებას განვახორციელოთ ადგილობრივი კვლევა - მოსახლეობის გამოკითხვით, თუ რა პრობლემები არსებობს სოფელში, რას აფასებენ, რას ფიქრობენ მასზე. რეპორტაჟი ასევე შეიძლება ეხებოდეს სოფლის ისტორიას – ან იყოს დაფუძნებული მოგონებებზე, ან კონკრეტულ მოვლენებზე, დროზე. ზემოაღნიშნული შეიძლება ასევე ეხებოდეს გარკვეულ თემებს. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს მიერ არჩეულ თემზე!
რაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს მეთოდი?
ის გვაძლევს საშუალებას განვახორციელოთ ადგილობრივი კვლევა - მოსახლეობის გამოკითხვით, თუ რა პრობლემები არსებობს სოფელში, რას აფასებენ, რას ფიქრობენ მასზე. რეპორტაჟი ასევე შეიძლება ეხებოდეს სოფლის ისტორიას – ან იყოს დაფუძნებული მოგონებებზე, ან კონკრეტულ მოვლენებზე, დროზე. ზემოაღნიშნული შეიძლება ასევე ეხებოდეს გარკვეულ თემებს. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს მიერ არჩეულ თემზე!
ავტორები