top of page
ტურისტული გზამკვლევი

გაიცანი შენი გარემო და გააცანი სხვებს

#თემი #კულტურა #ისტორია #სკოლა #გარეთ #ონლაინ ინიციატივა #მედია

კოორდინატორი: 1-2

მონაწილე: 5-10 ადამიანი (იმ შემთხვევაში თუ მონაწილეთა რაოდენობა დიდია, შეგიძლიათ განაწილდეთ ჯგუფებად)

მოსამზადებლად: რამდენიმე დღე/რამდენიმე თვე - შერჩეული ფორმის შესაბამისად.

ფოტოაპარატი, გზამკვლევი, რუკა.

საფეხურები

ნებისმიერ ადგილას არის რაღაც საინტერესო, ზოგჯერ მივიწყებული და ზოგჯერ, უბრალოდ, ნაკლებად დაფასებული. შეგიძლიათ თამაშის საშუალებით იპოვოთ საინტერესო ადგილები, გახდეთ მკვლევრები. ზემოხსენებული ადგილები შეიძლება იყოს ძეგლი ან სხვა მხრივ საინტერესო ადგილი. ტურისტული გზამკვლევი უნდა იყოს საინტერესო თქვენთვის და თქვენი სოფლის მოსახლეობისათვის!

  • ფოტოკამერებით აღჭურვილები შეგიძლიათ გახვიდეთ სასეირნოდ და  მოძებნოთ საინტერესო ადგილები. ინტერნეტის, სახელმძღვანელოების, გზამკვლევის და მოსახლეობასთან საუბრის საშუალებით მოიძიეთ  ისტორიები და ლეგენდები ადგილების შესახებ. ასევე, იკითხეთ იმ ადგილების შესახებ, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანია – შესაძლებელია ეს ადგილი იყოს საინტერესო.

  • დაფიქრდით იმაზე, თუ რა ფორმას მიიღებს თქვენი გზამკვლევი - ეს შეიძლება იყოს ვებ-საიტი, ბლოგი, ფეიქბუქის გვერდი, ასევ, ინტერნეტ–რუკა (მაგალითად, Google Maps), ან ინტერნეტში გამოქვეყნებული მოკლე ვიდეოები / ინტერვიუები.

 

ავტორები

Გალიციური განვითარების და განათლების ფონდი (პოლონეთი)

Up Icon.png
bottom of page