top of page
ფოტოკონკურსი და ფოტოგამოფენა

საუკეთესო საშუალება სათქმელის ვიზუალურად გადმოცემისთვის

#თემი #კულტურა #ხელოვნება #ისტორია #ონლაინ ინიციატივა

კოორდინატორი: 2-3

მონაწილე: შეუზღუდავი

მოსამზადებლად: 1 თვე

ღონისძიება: 1 დღე

ორგანიზატორს - ლეპტოპი, ინტერნეტი, სოციალური ქსელები, პრინტერი;

მონაწილეებს - ლეპტოპი, ინტერნეტი, სოციალური ქსელები, ფოტოკამერა ან სმარტფონი;

ფოტოკონკურსი

ხელოვნების გამოყენება შეიძლება არამხოლოდ ლამაზი ვიზუალის შესაქმნელად. ხელოვნების ნიმუში შეიძლება გამოხატავდეს ძალინ მნიშვნელოვან აზრს და ბევრად უფრო გასაგებად და მარტივად მიიტანოს ადამიანებამდე სათქმელი; დაანახოს საზოგადოებას გარკვეული პრობლემა. ფოტოკონკურსი შეიძლება ჩატრდეს ნებისმიერ თემაზე, პრობლემაზე რომელზეც გსურთ ყურადღების გამახვილება, იქნება ეს: ეკოლოგია, თავისუფლება, ბულინგი, ძალადობა და ა.შ. ამრიგად, თქვენ აერთიანებთ ორ მნიშვნელოვან ასპექტს: კულტურას/შემოქმედებას და აქტივიზმს. თუ გსურთ გამოხატოთ პროტესტი რომელიმე თემაზე, მიიტანოთ საზოგადოებამდე კონკრეტული მესიჯი და გააკეთოთ ეს ესთეტიკურად და მისაღები ფორმით, ფოტოკონკურსი და ფოტოგამოფენა მშვენიერი შესაძლებლობაა ამისათვის. ამ ღონისძიებით თქვენ მოიცავთ არამხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გადაიღებენ სურათებს ამ გამოფენისათვის და მრავალმხრივ დაგვანახებენ არსებულ პრობლემას, არამედ, იმ პირებსაც, ვინც მოვლენ გამოფენის დასათვალიერებლად.


ნაბიჯი 1. ავირჩიოთ ფოტოკონკურსის თემა.

ნაბიჯი 2. გამოაცხადეთ ფოტოკონკურსი სოციალურ ქსელებში, კონკურსის თემატიკის, ნაშრომებისადმი მოთხოვნების და ელექტრონული მისამართის მითითებით, სადაც უნდა გამოიგზავნოს ნაშრომები. ასევე, მიუთითეთ დედლაინი, რის შემდეგაც საკონკურსო ნაშრომები არ მიიღება.

კონკურსში მონაწილეების რაოდენობა არ არის შეზღუდული;

კოორდინატორი - 1;

გამარჯვებულთა რიცხვი - 3.

ნაბიჯი 3. განვსაზღვროთ საკონკურსო ნაშრომების შეფასების კრიტერიუმები:

  • პასუხობს თუ არა თემატიკას

  • ფოტოები დამუშავებულია თუ არა

  • სწორად არის თუ არა გადაღებული

ნაბიჯი 4. ჟიურის დაკომპლექტება.
სასურველია ჟიური დააკომპლექტოთ პროფესიონალებისგან, იმ ადამიანებისგან, ვისაც აქვს ცოდნა და გამოცდილება იმ სფეროში, რომელშიც ატარებთ კონკურსს. კონკურსის დასრულების შემდეგ უნდა მოეწყოს ჟიურის შეკრება და გაიმართოს ფარული კენჭისყრა, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.

 

ნაბიჯი 5. სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეთ კონკურსანტთა ნაშრომები გამარჯვებულთა მითითებით ან ჩაატარეთ ფოტოგამოფენა (დააჯილდოეთ გამარჯვებულები სიგელებით ან პრიზებით თუ ისინი გქონდათ გათვლილი).

P.S. თუკი გათვლილი გაქვთ მხოლოდ ფოტოკონკურსი (ფოტოგამოფენის გარეშე), მოცემული აქტივობის ბიუჯეტი იქნება 0 ლარი)


ფოტოგამოფენა

დრო - ფოტოგამოფენის ჩასატარებლად დაგჭირდებათ 1 დღე, თუმცა, მოსამზადებელი სამუშაოები, რაც გულისხმობს დაფინანსების მოპოვებას, ფოტოკონკურსის ჩატარებას, საგამოფენო სივრცის მოწყობას, ფოტოსურათების დაბეჭდვას, სტუმრების მოწვევას, გამარჯვებულთა გამოვლენას და პრიზების შეძენას 2 კვირას გასტანს.

საჭირო მასალები - განსაზღვრეთ, თუ როგორ გინდათ ფოტოგამოფენის ჩატარება და რა რესურსებს ფლობთ ამისთვის. მაგალითად, საგამოფენო სივრცე - შეიძლება იყოს როგორც შენობა, ასევე, საამისოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ პარკი ან სტადიონიც კი. მინიმალური ბიუჯეტით გამოფენის ჩასატარებლად დაგჭირდებათ: დაბეჭდილი ფოტონამუშევრები, ლურსმნები, ჩაქუჩი, სიგელები (ბიუჯეტი - 500 ₾).

ბიუჯეტი თუ 500 ლარს აღემატება, შეგიძლიათ ასევე მოამზადოთ - პრიზები, მოსაწვევები, მაგიდები, სკამები, პუფები ან ხის პალეტები, ლეპტოპი, პროექტორი, ხმის გამაძლიერებლები, დენი, დენის წყარო და გადამყვანები, სანათები, წებოვანი ფირი, ჩაი, ყავა, წყალი, შაქარი, ღვინო, ყველი, ფელამუში, ჩირი, ნამცხვრები, თეფშები, ჩანგლები, ჭიქები, მაგიდის გადასაფარებლები, წყლის სადუღარა, ძაფები, ფოტოკამერა, დიდი მანქანა ნივთების გადასაზიდად.

ჰეშთეგები - #კულტურა #ხელოვნება #ისტორია #თემი
 

ნაბიჯი 1. იპოვეთ ინვესტორები (მოიპოვეთ დაფინანსება საგრანტო კონკურსებით, შეიტანეთ ადგილობრივ მერიაში განაცხადი პროექტის სახით) ან დაფინანსება სთხოვოთ კერძო ბიზნესს, მაგ.: ღვინო, ყველი და სხვა შეგიძლიათ ადგილობრივ მეწარმეებს სთხოვოთ.

ნაბიჯი 2. გამოაცხადეთ ფოტოკონკურსი (ფოტოკონკურსის ჩატარების წესი იხილეთ ზემოთ).

ნაბიჯი 3. აარჩიეთ საგამოფენო სივრცე. თუ მოცემული სივრცე არის მუნიციპალიტეტის საკუთრება ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი (მაგ. პარკი), მიმართეთ მუნიციპალიტეტს განცხადებით, რომელშიც მოითხოვთ მოცემული სივრცის გამოყენებას ფოტოგამოფენის ჩასატარებლად; დაელოდეთ პასუხს.

მოცემული სივრცე თუ კერძო პირის საკუთრებაა, მიმართეთ თხოვნით მას სივრცის დროებით დათმობის მიზნით.
 

ნაბიჯი 4. განსაზღვრეთ გამოფენის ჩატარების ზუსტი დრო და ადგილი; მოიწვიეთ სტუმრები, ამისთვის გამოიყენეთ სოციალური ქსელები; ასევე, შეგიძლიათ დაბეჭდოთ მოსაწვევები მოგვიანებით დასარიგებლად.

 

ნაბიჯი 5. ფოტოგამოფენისთვის მზადება: შეკრიბეთ ჯგუფი და გადაანაწილეთ ფუნქციები ორგანიზატორებს შორის; დაბეჭდეთ ფოტონაშრომები, სიგელები; შეიძინეთ პრიზები, მოაგროვეთ ნივთები, რომლებიც დაგჭირდებათ გამოფენის მოსაწყობად. წინასწარ დაათვალიერეთ საგამოფენო სივრცე და განსაზღვრეთ რით მოაწყობთ მას. იმის მიხედვით, თუ რომელ საათზე გაქვთ დანიშნული გამოფენა, დაიწყეთ სივრცის მოწყობა.

 

ნაბიჯი 6. თუ გნებავთ, რომ თქვენი ფოტოგამოფენა მოხვდეს მედიაში, დაუკავშირდით თქვენთვის მისაღებ მედიასაშუალებას, შეატყობინეთ თქვენი ღონისძიების შესახებ და მოიწვიეთ ისინი გამოფენაზე.

ნაბიჯი 7. მოაწყვეთ საგამოფენო სივრცე. მის მოსაწყობად დაგჭირდებათ მინიმუმ 5 ადამიანი. წინასწარ შეამოწმეთ ამინდის პროგნოზი გამოფენის დღისთვის და ისე მოაწყვეთ სივრცე, რომ ის იყოს კომფორტული გამოფენის დამთვალიერებლებისათვის. მაგალითად, თუ გამოფენის ჩატარებას აპირებთ ღია ცის ქვეშ, წინასწარ გადაამოწმეთ ამინდის პროგნოზი, რომ არ იყოს წვიმა, ან დანიშნეთ გამოფენა საღამოთი, რომ არ იყოს მცხუნვარე მზე, ასევე, თუ გამოფენა ჩატარდება ღია ცის ქვეშ, განსაზღვრეთ დაბნელების ფაქტორი, რადგანაც იქ არ გექნებათ დენის წყარო სივრცის გასანათებლად.

გაითვალისწინეთ, რომ სტუმრებს მოუნდებთ დასხდომა, ამისთვის გაითვალისწინეთ სკამები, ხის პალეტები ან პუფები; თქვენს ხელთარსებული რესურსების მიხედვით, შეგიძლიათ მოამზადოთ, ასევე, პლედები. სივრცის მოწყობის შემდეგ მოემზადეთ სტუმრების მისაღებად.

ნაბიჯი 8. სტუმრები როდესაც შეიკრიბებიან, შეეცადეთ მიაქციოთ ყურადღება თითოეულ სტუმარს; მოწვეულ სტუმრებს წინასწარ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია რა გამოფენაზე მიდიან; გაწერეთ ინფორმაცია მოსაწვევებში, ან სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ღონისძიებაში დაურთეთ პატარა აღწერილობა (ავტორის მითითებით) თითოეულ ნამუშევარს.

გამოფენის დაწყებიდან 20 წუთში მიესალმეთ სტუმრებს; საჯაროდ გადაუხადეთ მადლობა მობრძანებისათვის; გააცანით ინფორმაცია გამოფენის თემატიკაზე და მის მნიშვნელობაზე ადგილობრივი თემისათვის. გამოაცხადეთ ყველა იმ ადამიანის თუ ორგანიზაციის სახელი, ვინც დაგეხმარათ ღონისძიების ჩატარებაში (ამისთვის მათგან წინასწარი თანხმობა დაგჭირდებათ). გამოაცხადეთ გამარჯვებულები და გადაეცით მათ პრიზები. გამოფენის მსვლელობისას გადაიღეთ სურათები სოციალური ქსელებისთვის და ინვესტორებისათვის.
 

ნაბიჯი 9. დაელოდეთ სტუმრების წასვლას; დაასუფთავეთ საგამოფენო ადგილი. დაამუშავეთ და გამოაქვეყნეთ გამოფენის სურათები. მიუთითეთ მოკლე აღწერილობა.

 

ავტორები

თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი • Tetritskaro Youth Center  - https://www.facebook.com/tycgeorgia/

იმედის დილა / Imedis Dilahttps://www.facebook.com/watch/?v=968993503482123 

Up Icon.png
bottom of page