top of page
რა? სად? როდის?

ახალგაზრდების ინტელექტულაური და ემოციური განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა

#თემი #ისტორია #თემი #სკოლა #შენობაში

ორგანიზატორი: სულ მცირე 3 პირი, მონაწილეები

მონაწილე:

მოსამზადებლად: 3-4 დღე, ღონისძება 1-2 საათი

ფურცლები, კალმები, ტაიმერი, ზარი ან სასტვენი, კონვერტები კითხვებით, მაგიდები, სკამები

ფოტოკონკურსი

ინტელექტუალური კონკურსი, რომელიც ხელს უწყობს გუნდის შეკვრას და ახალი ადამიანების გაცნობას, მათთან დაახლოებას. გარდა ამისა, ეს თამაში შეიძლება მოეწყოს ძალიან თემატური კითხვებითაც; მაგალითად, შესაძლებელია თემად შეარჩიოთ ეკოლოგია და ეკოლოგიური პრობლემები. ამ მხრივ თქვენ, გარდა იმისა, რომ კრავთ ჯგუფს საინტერესო ინტელექტუალური თამაშის საშუალებით, ასევე, ფაქტობრივად, ატარებთ საგანმანათლებლო ღონისძიებას, რომელშიც არაფორმალური მეთოდებით აწვდით გუნდს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას; აძლევთ მათ შესაძლებლობას, იმსჯელონ ისეთ თემებზე, რომლებზეც აქამდე არ დაფიქრებულან.

ნაბიჯი 1. იპოვეთ და შეარჩიეთ საინტერესო კითხვები თამაშისთვის (20-30 კითხვა, სასურველია მოიძიოთ კითხვები სხვადასხვა სფეროიდან და დააჯგუფოთ ისინი თემატიკის და სირთულის მიხედვით).

 

ნაბიჯი 2. შექმენით ღონისძიება სოციალურ ქსელში ღონისძიების მოკლე აღწერით, დროის და ადგილის მითითებით და მოიწვიეთ საზოგადოება.

მონაწილეების რაოდენობა არ არის შეზღუდული;

ერთი კოორდინატორი და 2 დამხმარე (ერთმა უნდა წაიკითხოს კითხვები, მეორემ - აკონტროლოს დრო, მესამემ - დაითვალოს ქულები).

გამარჯვებულთა რიცხვი - 1 გუნდი;

 

ნაბიჯი 3. განსაზღვრეთ შეფასების კრიტერიუმები; თითოეულ კითხვას მიანიჭეთ დრო, რომელსაც მისცემთ გუნდებს და განსაზღვრეთ შეკთხვის ქულათა რაოდენობა გამოცნობის შემთხვევაში.

 

ნაბიჯი 4. თამაშის დღეს წინასწარ მოამზადეთ მაგიდები და სკამები გუნდებისათვის. გუნდები შეგიძლიათ დააკომპლექტოთ ალაბათობის პრინციპით (მაგალითად, თუ ღონისძიებაზე მოვიდა 15 ადამიანი, აიღეთ 3 სხვადასხვა ფერის ფურცელი, დაყავით თითო 5 ნაწილად და ამოაღებინეთ ისინი ქუდიდან ან ყუთიდან მონაწილეებს. ის მონაწილეები, რომელთაც შეხვდებათ ერთი ფერის ფურცლები, ერთ გუნდს შექმნიან).

 

ნაბიჯი 5. ჩაატარეთ თამაში. თამაშის ბოლოს გამოაცხადეთ გამარჯვებული. გამარჯვებულები შეგიძლიათ დააჯილდოოთ სიგელებით, გაუკეთოთ სახალისო პრიზები საკუთარი ხელით ან უყიდოთ პრიზები თქვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე. პრიზების დამზადებისთვის თქვენ წინასწარ უნდა გქონდეთ განსაზღვრული მაქსიმუმ რამდენკაციან ჯგუფებს შექმნით მონაწილეთაგან.

 

ავტორები

თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი • Tetritskaro Youth Center  - https://www.facebook.com/tycgeorgia/

Up Icon.png
bottom of page