სითი გეიმი
გაატარეთ მხიარულად დღე და უკეთ გაიცანით თქვენი საცხოვრებელი ადგილი
#სპორტი #ისტორია #თემი #კულტურა #გარეთ
კოორდინატორი: 1 ან მეტი.
მონაწილე: არ არის შეზღუდული (გუნდები შეგიძლიათ გადაანაწილოთ ალბათობთ, 1-დან 3-მდე გათვლით ან გააკეთებინოთ რომელიმე ენერჯაიზერი, რომლითაც გადაანაწილებთ გუნდებად, ან მისცეთ სრული თავისუფლება და თავად გადანაწილდნენ სურვილისამებრ);
მოსამზადებლად: მოსამზადებელი ეტაპი - 3-4 დღე, ღონისძება 1-3 საათი (თქვენ შეგიძლიათ დააწესოთ დრო, რომელშიც უნდა ჩაეტიონ მონაწილეები ან გააგრძელოთ თამაში იქამდე, სანამ ყველა გუნდი არ შეასრულებს ყველა დავალებას).
რუკები, წინასწარ მომზადებული დავალებები, ტაიმერი, სასტვენი, რუპორი ან სხვა საშუალება, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას შორ მანძილზე მიაწოდოთ გუნდებს სიგნალი.
ინსტრუქცია:
სითი გეიმი წარმოადგენს თამაშს, რომლის დროსაც მონაწილეებს ეძლევათ რუკა, სადაც დატანილია ქალაქის ის მონაკვეთი, სადაც მათ მოუწევთ თამაში. ტერიტორიის ამ მონაკვეთზე უნდა დამალოთ სხვადასხვა დავალება. თავდაპირველად მონაწილეებს უნდა მიეცეთ ერთი ან რამდენიმე დავალება. ერთი დავალების შესრულების შედეგად მონაწილე უნდა ღებულობდეს მეორე დავალებას და ა.შ., სანამ არ შეასრულებს თქვენ მიერ ჩაფიქრებულ ყველა დავალებას.
უნდა აკონტროლოთ დრო, გამოყავით პირი, რომელიც შეამოწმებს, ყველა დავალება შეასრულა თუ არა თითოეულმა გუნდმა; თქვენ შეგიძლიათ თითოეულ გუნდს მიანიჭოთ თითო ლიდერი კოორდინატორთა გუნდიდან, რომელიც მიმართავს გუნდს და გაუწევს მათ კოორდინირებას, ან მისცეთ გუნდებს მოქმედების თავისუფლება თქვენი სურვილისამებრ.
გამარჯვებულთა რიცხვი - 1 გუნდი.
ნაბიჯი 1. შეარჩიეთ ტერიტორიის ის მონაკვეთი, რომელზეც ჩაატარებთ თამაშს (ტერიტორია შეიძლება მოიცავდეს როგორც მხოლოდ პატარა პარკის ტერიტორიას, ისე, ქალაქის რამდენიმე ქუჩას ან მთლიანად ქალაქს, თქვენი სურვილიდან გამომდინარე); მოამზადეთ ამ ტერიტორიის რუკა; წინასწარ დაწერეთ და გაამზადეთ ყველა დავალება ისე, რომ ერთი დავალების ამოხსნის შედეგად მონაწილეები იღებდნენ ახალ დავალებას (შეგიძლიათ მოცემული დავალებები დაუკავშიროთ ამ ქალაქის ისტორიას ან იმ ადგილებს, რომელთა დათვალიერებაც გინდათ რომ შეძლონ მონაწილეებმა. მაგალითად, მიდით ქალაქის ყველაზე ძველ შენობასთან და იპოვეთ იქ დამალული შემდეგი დავალება; ამგვარად მონაწილეებმა ჯერ უნდა იპოვონ ქალაქის ყველაზე ძველი შენობა ანუ მიიღონ ცოდნა ამ ქალაქის ისტორიის შესახებ; ან მიდით იქ, სადაც დაიდაგა პირველი ოპერა საქართველოში და გადაიღეთ სელფი ისე, რომ ჩანდეს გუნდის ყველა წევრი და ა.შ.).
ნაბიჯი 2. შექმენით ღონისძიება სოციალურ ქსელში ღონისძიების მოკლე აღწერითა და დროისა და ადგილის მითითებით და მოიწვიეთ მეგობრები მასში მონაწილეობის მისაღებად.
ნაბიჯი 3. განსაზღვრეთ შეფასების კრიტერიუმები. მაგალითად, რომელმა გუნდმა შეასრულა დავალებები ყველაზე სწრაფად; შეასრულა თუ არა გუნდმა ყველა დავალება და თუ შეასრულა რამდენად სწორად და ა.შ.
ნაბიჯი 4. ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე ეწვიეთ თქვენ მიერ არჩეულ ტერიტორიას და დამალეთ მითითებები. მოამზადეთ ყველაფერი ღონისძიების დასაწყებად.
ნაბიჯი 5. მონაწილეთა შეკრების შემდგომ დაყავით ისინი ჯგუფებად, აუხსენით თამაშის წესები და შეფასების კრიტერიუმები. დაიწყეთ თამაში.
ნაბიჯი 6. თამაშის დასრულების შემდგომ გამოაცხადეთ გამარჯვებული გუნდის სახელი; დააჯილდოვეთ გამარვებულები აპლოდისმენტებით, სიგელებით ან პრიზებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ავტორები
თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი • Tetritskaro Youth Center - https://www.facebook.com/tycgeorgia/