კულტურის დღე
მოცემული ღონისძიება მოგცემთ საშუალებას გაეცნოთ სხვა ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს
#კულტურა #თემი #ისტორია #შენობაში
კოორდინატორი: 2-3
მონაწილე: შეუზღუდავი
მოსამზადებელი ეტაპი - 1-2 დღე, ღონისძიება 1-2 საათი
საჭირო მასალები: დარბაზი, ფხვნილი, ნატურალური საღებავები, რომლებიც არ იწვევს ალერგიას; წინასწარ გააფრთხილეთ მონაწილეები, რომ ჩაიცვან ისეთი სამოსი, რომელთა დასვრაც არ დაენანებათ; დივალი - სანთლები, სხვადასხვა ტიპის სანათები; ტკბილეული; ასევე, შეგიძლიათ სთხოვოთ თითოეულ მონაწილეს მოამზადოს პატარა ფორმალური საჩუქრები; ასევე, შეგიძლიათ დღის ბოლოს გაუშვათ ფოიერვერკები ან ფრანები.
ინსტრუქცია:
ნაბიჯი 1. აირჩიეთ ის ქვეყანა, რომლის კულტურის გაცნობაც გსურთ; მოიძიეთ მის შესახებ ინფორმაცია; აირჩიეთ ამ ქვეყნის რომელიმე ტრადიციული დღესასწაული, რომლის აღნიშვნასაც შეძლებთ თქვენს თემში (მაგალითად, ინდოეთი - დივალი - სინათლის ფესტივალი, ხოლი - ფერების ფესტივალი და სხვ.).
ნაბიჯი 2. შექმენით ღონისძიება სოციალურ ქსელში ღონისძიების მოკლე აღწერითა და დროისა და ადგილის მითითებით. მოიწვიეთ მეგობრები მასში მონაწილეობის მისაღებად.
ნაბიჯი 3. დეტალურად დაგეგმეთ ღონისძიება. მაგალითად, პრეზენტაცია - 15 წუთი, ვიდეოს ჩვენება - 10 წუთი, საჩუქრების გაცვალა - 10 წუთი, სანთლების ანთება და ტკბილეულის მირთმევა - 20 წუთი. ტრადიციულ რიტუალებს შეგიძლიათ დაამატოთ თამაშები ან კონკურსები, რათა მონაწილეებმა არ მოიწყინონ. შეგიძლიათ მოცემული კონკურსები დაუკავშიროთ იმ ქვეყნის ტრადიციას/ისტორიას, რომლის დღესასწაულსაც აღნიშნავთ.
ნაბიჯი 4. ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე მოამზადეთ ყველაფერი აქტივობისათვის.
ნაბიჯი 5. დაელოდეთ სტუმრების მოსვლას და დაიწყეთ ღონისძიება.
ავტორები
თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი • Tetritskaro Youth Center - https://www.facebook.com/tycgeorgia/