ვიდეო მიმართვა (ღია ბარათი)
მონაწილეები საუბრობენ საკუთარ თავზე და იმაზე, თუ რა მოსწონთ და რა აწუხებთ
#თემი #გარეთ #ბავშვებისთვის #კულტურა #ისტორია #მედია
მონაწილე: რაოდებობა დამოკიდებულია მონაწილეთა ასაკზე და აღჭურვილობის რაოდენობაზე. დაახლოებით 10-15 პირი
მოსამზადებლად: დაახლოებით 2 საათი.
ვიდეო კამერა, ფოტოაპარატი
(ასევე ტელეფონი), ხმის ჩამწერი.
საფეხურები
-
დასაწყისისთვის ესაუბრეთ მონაწილეებს ღია ბარათების შესახებ - იმაზე თუ რისთვის იყენებენ მათ, კომუნიკაციის შესახებ და როდის ვაგზავნით (როდესაც გვსურს ვინმეს რამე საინტერესო ვუთხრათ, გაუვგზავნოთ მისალმებები, როგორ ვართ და ა.შ.). ბავშვებს ვეუბნებით, რომ დღეს ჩვენ შევქმნით ღია ბარათებს, რომლებსაც მსოფლიოს გავუგზავნით, ოღონდ ტრადიციული ფორმის ნაცვლად გამოყენებული იქნება ვიდეო კადრები. ღია ბარათების გაგზავნა შეგვიძლია არა მხოლოდ ბევრი ადამიანისთვის, ასევე კონკრეტული პიროვნებისათვის. აგრეთვე შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც შეტყობინება მომავლისთვის.
-
ერთად გავდივართ სასეირნოდ, თითოეული მონაწილე ეძებს საყვარელ ხედს, ის რაც მოსწონს - რაც შემდგომში გახდება ღია ბარათის ფონი. გახსოვდეთ, ფონი შეიძლება იყოს ხედი ან დეტალი, ის რაზედაც გვსურს რომ გავამახვილოთ ყურადღება, ან სრულიად განსხვავებული რამ.
-
ჩვენ მონაწილეებს ვაჩვენებთ, თუ როგორ უნდა იმუშაონ აღჭურვილობასთან. ღია ბარათების გადაღება შესაძლებელია კამერით, ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ მობილური ტელეფონიც.
-
ჩვენ ვქმნით ღია ბარათს შინაარსიდან გამომდინარე - არჩეული თემიდან გამომდინარე, ვიწერთ მონაწილეთა გამონათქვამებს. პირველ რიგში კარგად უნდა მოემზადოთ, ჩამოაყალიბოთ კითხვები, მისცეთ დრო ტექსტის დასაწერად (მით უმეტეს, თუ ჩვენ ვმუშაობთ მცირეწლოვან ბავშვებთან).
-
შეჯამებისთვის, შეგვიძლია მოვაწყოთ ჩვენება - ეს შეიძლება იყოს ტრადიციული ფორმით ან მხოლოდ მონაწილეთა ჯგუფისათვის. შესაძლებელია ღია ბარათების გამოქვეყნება ინტერნეტში - ამისთვის დაგჭირდებათ მონაწილეთა თანხმობა.
რაში შეიძლება მისი გამოყენება?
ეს მეთოდი შეიძლება გამოყენებული იქნას მრავალი მიზნისთვის: მაგალითად ეს შეიძლება იყოს კამერასთან მუშაობის შეჩვევა, ტრენინგამდე ან ფილმის გადაღებამდე აღჭურვილობის (ტექნიკის) მომსახურების შესწავლა. აღნიშნული მონაწილეებს საშუალებას აძლევს ისაუბრონ საკუთარ თავზე, მათთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხებზე, იმაზე, თუ რა მოსწონთ მათ და რა აწუხებთ, რა უყვართ, რა სძულთ. შესაძლებელია მეთოდის მორგება მეცადინეობის თემასთან.
ავტორები