top of page
სითი გეიმი 2

გამოიყენეთ ეს თამაში, რომ დაეხმაროთ ახალგაზრდებს გამოიმუშაონ ჯგუფური მუშაობის უნარები ან გაიუმჯობესონ ის

#სპორტი #ისტორია #თემი #კულტურა #უმცირესობები

კოორდინატორი2-3

მონაწილე: შეუზღუდავი

მოსამზადებლად: 3-4 საათი (მომზადებაში იგულისხმება დავალებებისა და წესების მოფიქრება, ადგილების შერჩევა და ა.შ.);

განსახორციელებლად: 3-4 საათი

კალმები/ფანქრები, სმარტფონი.

ინსტრუქცია:

ამ თამაშით შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ თქვენი ვორქშოპები სხვადასხვა თემაზე (მაგ. ტოლერანტობა, მრავალფეროვნება და ა.შ.).

 

ამ თამაშში ჯგუფები ეჯიბრებიან ერთმანეთს და აქ ძალიან მნიშვნელოვანია სისწრაფე!

 

დაგჭირდებათ რამდენიმე ჯგუფი 3-5 კაცით, თითოეულ ჯგუფს უნდა ჰყავდეს ერთი ლიდერი. ლიდერის ფუნქციაა ჯგუფის გაკონტროლება და საჭიროების შემთხვევაში - დახმარება.

 

თავდაპირველად კოორდინატორებისათვის საჭიროა თვითონ თამაშის მომზადება. ჩართეთ თქვენი კრეატივი და მაქსიმალურად საინტერესო და სახალისო წესები მოიფიქრეთ.

 

ამობეჭდეთ შესასრულებელი დავალებები იმდენ ფურცელზე, რამდენი გუნდიც თამაშობს და ფურცელი გადაეცით გუნდებს უშუალოდ თამაშის დაწყების წინ.

 

დავალებების რამდენიმე მაგალითი შესაძლოა ასე გამოიყურებოდეს:

 

  • [კონკრეტულ ადგილას] იცეკვეთ ქართული ცეკვა და გადაიღეთ ვიდეო;

  • ტურისტებს ათქმევინეთ რამე ქართულ ენაზე და გადაიღეთ ვიდეო;

  • კვერცხის მოხარშვა (ჯგუფებს დაურიგეთ თითო ცალი კვერცხი და მიეცით დავალება მოხარშონ ის);

 

თითოეულ დავალებას წინასწარვე მიანიჭეთ ქულები სირთულის მიხედვით (მაგალითად, 100, 150, 450 ქულა...)

 

არ დაგავიწყდეთ წესები!

ის, თუ რომელ საათზე უნდა დაასრულონ თამაში, შეიძლება თუ არა შიდა ჯგუფის გაყოფა და ა.შ.

 

ყველა ვიდეოსა და ფოტოს მიღების შემდეგ უნდა შეაჯამოთ ჯგუფის ქულები. მოიგებს ის გუნდი, რომელსაც შეგროვილი ექნება ყველაზე მაღალი ქულა.

 

თამაშისთვის მომზადების დროს შეგიძლიათ გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:

 

1. აუცილებლად წინასწარ შეამოწმეთ ამინდის პროგნოზი;

2. სასურველია, თამაშის ხანგრძლივობა იყოს მაქსიმუმ 4 სთ, რათა თამაშის მონაწილეებმა შეინარჩუნონ ხალისიანი განწყობა და არ გადაიღალონ;

3. ეცადეთ გუნდებს არ მისცეთ არარეალური (შესასრულებლად შეუძლებელი) დავალებები.

ავტორები

HYGGE • ჰიუგე

Up Icon.png
bottom of page