top of page
ონლაინ სასაუბრო კლუბები

კლუბის მიზანია სხვადასხვა ენაზე საუბრის უნარების განვითარება

#თემი #მედია #ონლაინ ინიციატივა #უმცირესობები #სკოლა

კოორდინატორი: 1-2

მონაწილე: შეუზღუდავი

მოსამზადებლად: მაქსიმუმ 1 საათი

განსახორციელებლად: მაქსიმუმ  1.5 საათი

საჭირო მასალები: კომპიუტერი/ლეპტოპი, ვიდოეკონფერენციების ონლაინ პლატფორმა;

ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება ლაპარაკის უნარის განვითარება და ონლაინ სასაუბრო კლუბი იდეალური შანსია ამისათვის.

მაგალითისთვის, შეგვიძლია ავიღოთ ინგლისური ენა, სადაც თქვენ დაგჭირდებათ ადამიანი, რომლისთვისაც ინგლისური არის მშობლიური ენა (Native speaker).

თავდაპირველად, ძალიან მნიშვნელოვანია თემების შერჩევა სპიკერთან ერთად (მაგალითად, წიგნები, ფილმები, სხვადასხვა რამის მიმართ შიში და სხვ.). კარგად დაგეგმეთ თქვენი ონლაინ-კლუბი და ალაპარაკეთ ყველა მონაწილე.

იმისთვის, რათა უფრო მეტმა გაიგოს თქვენი კლუბის შესახებ, შეგიძლიათ მოამზადოთ პოსტერი და გააზიაროთ იგი სოციალურ ქსელებში.

ონლაინ სასაუბრო კლუბისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ უფასო ონლაინ ვიდეო საკომუნიკაციო პლატფორმები, როგორიცაა Skype Meet Now, Google Meet და სხვ., რომელთა გამოყენება საკმაოდ ადვილია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლებელია მომზადდეს ქართული ენის სასაუბრო კლუბი არაქართულენოვანი ახალგაზრდებისათვის, რომლის საშუალებითაც თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ეთნიკური უმცირესობების ენობრივ ინტეგრაციას.

ავტორები

HYGGE • ჰიუგე

Up Icon.png
bottom of page