სკვერის მოწყობა
როგორ მოაწყო სკვერი შენი ხელით იმ მასალებით, რომლებსაც უკვე აღარ იყენებთ
#თემი #ბავშვებისთვის #გარეთ #სპორტი #სკოლა
Კოორდინატორი: 2-5
მონაწილე: შეუზღუდავი
მოსამზადებლად: 2 კვირა
განსახორციელებლად: 1-3 დღე
მოიძიეთ ნივთები, მასალა, რომლებსაც უკვე აღარ იყენებთ. შეიხედეთ ავტოფარეხში, ჰკითხეთ მეზობლებს, გამგეობას
საფეხურები
მამზადება
მოიძიეთ ნივთები, მასალა, რომლებსაც უკვე აღარ იყენებთ, შეიხედეთ ავტო ფარეხში, ჰკითხეთ მეზობლებს, გამგეობას...
განხორციელება
-
შეარჩიეთ შესაფერისი ადგილი სკვერისთვის.
-
აიღეთ უფლება შერჩეული ადგილის გამოყენებაზე (მერია, კეძო მეპატრონე, სკოლა...)
-
შეადგინეთ სკვერის გეგმა, შეგიძლიათ დახატოთ.
-
შეადგინეთ საჭირო ნივთების სია და დაგეგმეთ დაწყების თარიღი.
-
განაცხადეთ დაგეგმილი ღონისძების შესახებ და მოუხმეთ მოხალისეებს.
-
სამუშაოების დასრულების შემდეგ და სკვერის გახსნის წინ დაასუფთავეთ ტერიტორია.
სკვერის გახსნა
-
გამოაქვეყნეთ ინფორმაცია სკვერის გახსნის დღესთან დაკავშირებით და მოიწვიეთ სტუმრები (პირადად, ფეისბუქის მეშვეობით, დაამზადეთ პოსტერი და გააკარით მაგლითად მაღაზიაში, სკოლაში და ა.შ)
-
დაგეგმეთ პროგრამა- სპორტული თამაშები, სხვადასხვა აქტივობა პატარებისთვის (ხატვა ფანქრებით, ხატვა ცარცით, საპნის ბუშტების შოუ და სხვა.) სთხოვეთ სტუმრებს მოიტანონ სასუსნავი, ხილი.
-
შეაგროვეთ ფოტო/ვიდეო მასალა და ღონისძიების მსვლელობის ან მისი დასრულების შემდეგ გააზიარეთ სოციალური მედიით. მოიფიქრეთ და გამოიყენეთ ჰეშთეგი, მოიწვიეთ ადგილობრივი მედია.
ავტორები