top of page
მოგონებების რუკა - პირადი ისტორიები რუკაზე

შერეული ასაკის ჯგუფები ქმნიან მათ მოგონებების რუკას და აწყობენ გამოფენას

#თემი #გარეთ #შენობაში #კულტურა #ისტორია #ბავშვებისთვის

Კოორდინატორი: შეუზღუდავი

მონაწილე: შეუზღუდავი

მოსამზადებლად: რუკა შეიძლება შეიქმნას რამდენიმე შეხვედრის ან თვის განმავლობაში

საჭირო მასალები – რუკის დასახატად საჭირო მასალა, მარკერები, საღებავები, სურათები ოჯახური არქივებიდან.

საფეხურები

მომზადება, განხორციელება, - დამოკიდებულია ჯგუფის ჩართულობაზე და მონაწილეთა რაოდენობაზე (რუკა შეიძლება შეიქმნას რამდენიმე შეხვედრის ან თვის განმავლობაში. ქვემოთ მოყვანილია  თამაშის მოკლე ვერსიის აღწერილობა, რომელსაც შეიძლება გააჩნდეს გაგრძელება)

დავალებების შესრულება უნდა იყოს განხორციელებული შერეული ასაკის ჯგუფებში, რუკების შექმნის მიზნით შეგვიძლია მოვიწვიოთ უფროსი ასაკის ადამიანები და მათ მოგონებების გათვალისწინებით შევქმნათ რუკა.

  • ვამზადებთ კითხვებს და თემებს (მაგალითად, ბავშვობა, სიყვარული, პაემანები, თამაშები, საყვარელი არომატები ...). აქ იგულისხმება შემდეგი ტიპის მოგონება, როგორიცაა "აქ ადრე პაემანზე დავდიოდი", "ბავშვობაში აქ ვაგროვებდით კაკალს". "აქ ვკრეფდი დედაჩემისთვის  ყვავილებს", "აქ ცხოვრობდა მამაკაცი, რომელიც კარგად უკრავდა აკორდეონზე და მის მოსასმენად იკრიბებოდა ხალხი.", "აქ იყო ჩემი პირველი სამუშაო ადგილი." და ა.შ.

  • მოვინახულებთ ყველა იმ ადამიანს ვისთანაც გვსურს საუბარი. ვუყვებით, იმის შესახებ, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ, ვინაიდან გვაინტერესებს მათი ბავშვობის, სიყვარულის და ახალგაზრდობის დროინდელი ისტორიები. მათ ვთხოვთ, რომ გვაჩვენონ ოჯახური არქივებიდან სურათები და ვიღებთ ნებართვას სურათების გადაღებისა და ასლების გაკეთების შესახებ. მათ მოგონებებს ვიწერთ/შეგვიძლია ჩავწეროთ ვიდეო (ასევე ვიღებთ ნებართვას აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შესახებ).

  • ყველას ვიწვევთ მათი ახალგაზრდობის დროინდელ ადგილებში გასეირნებაზე, იმისთვის რომ მოყვნენ თუ როგორ გამოიყურებოდა აღნიშნული ადგილები იმ დროს. შეგვიძლია გადავუღოთ მათ ფოტოსურათები იმ ადგილას, რომელსაც ისინი იხსენებენ (რა თქმა უნდა, მათი ნებართვის მიღების შემდეგ).

  • ვქმნით ქალაქის დიდ რუკას - (არ არის სავალდებულო კარტოგრაფიული რუკის შექმნა), მასზე უნდა დავიტანოთ მნიშვნელოვანი ადგილები, მოგონებები, ფრაგმენტები, ოჯახური არქივებიდან ფოტოსურათები.

  • ჩვენ ვაწყობთ მოგონებების საღამოს, სადაც მოვიწვევთ უფროსი ასაკის ადამიანებს, ვზრუნავთ შესაბამისი ატმოსფეროს შექმნაზე (ვუმასპინძლდებით, ვრთავთ მუსიკას რომელიც მათ მოსწონთ და ახსენებთ ახალგაზრდობას და ბავშვობას). ასეთი ასაკთაშორისი შეხვედრა მოგვცემს საშუალეოთბას მოვიპოთ   საინტერესო ისტორიები, განვახორციელოთ საუბრები ჩვენი საცხოვრებელი ადგილების  ცვლილებების შესახებ.

  • შეგროვებული მასალებისა და მოგონებების რუკების საფუძველზე შეგვიძლია შევქმნათ გამოფენა და მასზე მოვიწვიოთ სოფლის მოსახლეობა.

 

ავტორები

Გალიციური განვითარების და განათლების ფონდი (პოლონეთი)

Up Icon.png
bottom of page