top of page
საველე თამაში

როგორ გადავაკეთოთ  ჩვენი  სოფელი სათამაშო პლანშეტად

#თემი #მედია #კულტურა #ისტორია #სკოლა #ეკოლოგია #გარეთ #ბავშვებისთვის

დაახლოებით 20 ადამიანი (3 ადამიანი თამაშის წამყვანი,  ასევე შეგიძლიათ ჩართოთ "ინფორმატორები" - მაგ: გამყიდვლები, მოსახლეობა - ადამიანები, რომლებიც გადასცემენ მონაწილეებს დავალებებს და საჭირო ინფორმაციას), ჯილდოები.

დრო - მომზადება 3 დღე

განხორციელების პერიოდი - 3 საათი

ადგილი, ფოტოაპარატები, მარკერები, ბარათები, თოკები, წებო, ძველი ფოტო სურათები, დავალებიდან გამომდინარე ტექსტები სოფლის ისტორიაზე, საინტერესო ადგილები და სხვა.

საფეხურები

  • ძალიან მნიშვნელოვანია მოსამზადებელი ფაზა, ვინაიდან თამაშის წარმატება დამოკიდებულია კარგ მომზადებაზე და იდეაზე! ასე რომ, თემის, მარშრუტის, კონცეფციების, ამოცანების შემუშავებაზე და  შთაგონების ძებნაზე  ღირს  დროის დათმობა. თამაშის მიზნები შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს, ეს არის მეთოდი, რომელის შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა კონტექსტში (განათლებაში, გართობაში, ინტეგრაციაში, ისტორიაში, ლიტერატურაში, ბუნებაში და ა.შ.). მიზანშეწონილია საინტერესო, უჩვეულო ისტორიების შეგროვება, გაესაუბრეთ უხუცესებს, მოიძიეთ ინფომაცია პუბლიკაციებიდან და ინტერნეტიდან.

  • ვარჩევთ საინტერესო ადგილებს და დავიტანთ მარშრუტს რუკაზე. თითოეულ პუნქტში მოთამაშე ვალდებულია შეასრულოლს დავალებები. ინფორმატორებისგან მოთამაშეებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია მარშრუტზე დატანილი პუნქტების ადგილმდებარეობის და დავალების შესახებ. თამაშში განთავსებული ამოცანები და მარშრუტები უნდა იყოს შედგენილი მონაწილეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით, ამიტომაც უაღრესად მნიშვნელოვანია თამაშის შემუშავებისას გვახსოვდეს მონაწილეები. იზრუნეთ დავალებების კრეატიულობაზე! თამაში შეგვიძლია მოვამზადოთ  ერთი ან მეტი ჯგუფისთვის, უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეულმა ჯგუფმა უნდა გაიაროს სხვა მარშრუტი / დაიწყოს სხვა წერტილიდან / უნდა იზრუნოთ დროის  ინტერვალზე.

  • შეგვიძლია დავფიქრდეთ დავალების „მტკიცებულებებზე“ - მაგალითად,  დავალების შესრულებისას ან თამაშის ეტაპის გასვლისას ჯგუფმა უნდა გადაიღოს სურათი მტკიცებულების მიზნით.  დანიშნულების ადგილებში ასევე შეიძლება გვყავდეს ადამიანები, რომლებიც დაადასტურებენ დავალების შესრულებას სამუშაო ფურცელზე.

  • შესასრულებელი დავალებების შემოთავაზებები:

  • იპოვეთ ადგილი, სადაც გადაღებულია საარქივო ფოტოსურათი და იმავე ადგილას გადაიღეთ ჯგუფური სურათი.

  • ქუჩაში გამვლელებს დაუსვით რაიმე  სამი კითხვა და მოახდინეთ პასუხის ჩაწერა (ვიდეო/აუდიო ჩანაწერი);

  • მოიპოვეთ ინფორმაცია მუზეუმში / ბიბლიოთეკაში / გამგეობაში.

  • საარქივო ფოტოსურათების ასლებზე დაატანეთ რაიმე  ელემენტი, რომლებიც იმ დროს არ იყო.

  • გადაიღეთ თქვენი სოფლის რეკლამა.

  • წაიკითხეთ შიფრი შემდეგი წერტილის/პუნქტის ადგილმდებარეობის შესახებ;

  • შექმენით მოთხრობა ნაპოვნი ფრაგმენტებისგან;

  • გადაუღეთ 5 ნივთს ფოტოსურათი, რომლებსაც გააჩნიათ წრის ფორმა / დაკავშირებული არიან ისტორიასთან / თქვით რამე რაც ახასიათებს თქვენს საცხოვრებელ ადგილს და ა.შ. 

  • ვინმეს დაეხმარეთ და გადაიღეთ საერთო ფოტოსურათი;

  • გამოცანები, ქვიზები, შიფრები.

  • ცარცით ასფალტზე დაუწერეთ მეზობლებს კეთილი სურვილები  და გადაუღეთ  ფოტოსურათი.

  • თამაშის ზედმიწევნით დაგეგმვისას ვადგენთ საჭირო მასალების ჩამონათვალს და ვაკომპლექტებთ მას. ჩვენ გავდივართ მთელ მარშრუტზე და  საჭიროების შემთხვევაში ვმალავთ თამაშის ელემენტებს,  ასევე იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს თამაშში მონაწილეობას იღებენ ინფორმატორები ვაწვდით მათ შესაბამის ინფორმაციას. იმ შემთხვევაში, თუ თამაშისთვის გამოიყენებული სივრცე წარმოადგენს ვინმეს საკუთრებას ან  რაიმე დავალების შესრულება საჭიროებს აქტიურ ჩართულობას - პირველ რიგში,  უნდა მივიღოთ შესაბამისი ნებართვა და ადგილობრივ მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია.

  • თამაშის დღეს ყველანი ვიკრიბებით ერთ ადგილას, მონაწილეებს აცნობენ თამაშის წესებს, ურიგებენ რუკებს, რომელზეც დატანილია  წერტილები და რჩევები/ფურცლები და შესავსები ფურცლები, რომლებიც დავალების შესრულების შემდეგ უნდა შეივსოს. საჭიროების შემთხვევაში გადავანაწილებთ მონაწილეებს ჯგუფებად. ვაწესებთ თამაშის დროს,  წესებს და შეხვედრის ადგილს.  ვაკონტროლებთ თამაშს.

  • თამაშის დასასრულებისას, ჯგუფები ხვდებიან შეთანხმებულ ადგილას და ერთმანეთს უზიარებენ თუ რა მოპოვეს და აღმოჩენიეს.  შესაძლებელია, მაგრამ არ არის სავალდებულო მონაწილეებისთვის პრიზების გადაცემა, რაც თავის მხრივ წინასწარ უნდა იყოს გათვალისწინებული. თამაშის დასასრულს შეგიძლიათ  მოაწყოთ პატარა  ფურშეტი.

  • რაში შეგვიძლია გამოვიღენოლთ ზემოხსებული?

 

რაში შეიძლება მისი გამოყენება?

საველე თამაშის გამოყენება შეგვიძლია იმისთვის, რომ  მოვახდინოთ ინტეგრაცია და უკეთესად გავიცნოთ ერთმანეთი. აღნიშნული გვაძლევს შესაძლებლობას  გავიცნოთ საცხოვრებელი ადგილის ისტორია ან იქ მცხოვრები ცნობილი პერსონაჟი. ყველაფერი დამოკიდებულია თემაზე -  აღნიშნული  მეთოდი საკმაოდ უნივერსალურია და მისი გამოყენებისთვის შეზღუდვები არ არის დაწესებული!

 

ავტორები

Გალიციური განვითარების და განათლების ფონდი (პოლონეთი)

Up Icon.png
bottom of page