top of page
საქველმოქმედო მარათონი (გარბენი) თანხის მოზიდვის მიზნით

საქველმოქმედო საქმიანობა, რომლის მიზანია პრობლემის/გამოწვევის გადასაჭრელად გარკვეული თანხის შეგროვება

#თემი #ქველმოქმედება #სპორტი #გარეთ #ბავშვებისთვის

Კოორდინატორი: 2-5

მონაწილე: შეუზღუდავი

მოსამზადებლად: სულ მცირე 2 კვირა (შესაძლებელია მეტიც), იმისთვის, რომ უკეთ გაავრცელოთ თქვენი საქველმოქმედო ღონისძიების შესახებ ინფორმაცია.

განსახორციელებლად: 2-3 საათი

სმარტფონი, ლეპტოპი/პერსონალური კომპიუტერი, პრინტერი (სერტიფიკატებისათვის), მცირე ბანერები სტარტის და ფინიშის ხაზის აღსანიშნავად, თასები (პრიზები) – 1, 2 ან 3 ცალი (დამოკიდებულია თქვენს ფინანსურ მზაობაზე)

საფეხურები

მამზადება

  • უპირველეს ყოვლისა, შეარჩიეთ პროექტი/წამოწყება, რომელიც დაფინანსებას საჭიროებს.

  • შერჩეული პროექტის შინაარსის შესაბამისად შექმენით ტექსტი, რომელსაც სოციალურ მედიაში, სკოლაში და სხვა გამოსაჩენ ადგილებზე გაავრცელებთ/გააკრავთ.

  • დანიშნეთ რბოლის/მარათონის კონკრეტული თარიღი; წინასწარ მოიფიქრეთ რამდენი ლარი შეიძლება ღირდეს საქველმოქმედო მარათონში მონაწილეობის ბილეთი; მოამზადეთ და დაბეჭდეთ მონაწილეებისათვის გადასაცემი სერტიფიკატები. შეგიძლიათ წინასწარ შეისწავლოთ რამდენ მონაწილეს აქვს სურვილი, მიიღონ მარათონში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. სიმარტივისთვის, შეგიძლიათ სარეგისტრაციო ფორმაშივე მიუთითოთ ერთი შეკითხვა, სურთ თუარა სერტიფიკატი გარბენში მონაწილეობის შემდეგ. ამით, შესაძლოა, საკანცელარიო საქონელში გადასახდელი გარკვეული თანხაც დაზოგოთ.

განხორციელება

ამ მეთოდის გამოყენებას სულ მცირე, ორი დადებითი შედეგი აქვს:

  • ახალგაზრდებში და ასევე უფროს თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია; ყველა მონაწილეს სურს სოფლის, თემის, ქალაქის გამარჯვებული გახდეს შეჯიბრში, ფიზიკური მომზადებისთვის კი ეს მოტივაცია ძალიან მნიშვნელოვანია;

  • საქველმოქმედო გარბენის შემდეგ შემოსული თანხით შესაძლებელია განხორციელდეს ის პროექტი, რომელიც კონკრეტული ჯგუფის ან თუნდაც იმავე თემის პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად.

 

ავტორები

განვითარების ჰაბი

Up Icon.png
bottom of page