top of page
დებატები, როგორც ჩართულობის ინსტრუმენტი

დებატები გამოყენებულ იქნას ინსტრუმენტად, თუ რომელი პრობლემა არის პრიორიტეტული

#თემი #მედია #ონლაინ ინიციატივა #შენობაში #სკოლა

Კოორდინატორი: 1-2

მონაწილე: 6-8

მოსამზადებლად: 1-3 დღე

განსახორციელებლად: 2-3 საათი

ფურცლები, ფანქრები/პასტები, ლეპტოპები/სმარტფონები

საფეხურები

მომზადება

  • ფორმალური დებატების ჩართულობის ინსტრუმენტად გამოყენება ახალი არ არის. მას შემდეგ, რაც გუნდი გადაწყვეტს, თუ რა თემაზე უნდა იმუშაონ მათ მომდევნო დღეების/კვირების განმავლობაში, გუნდის წევრებს შეუძლიათ გამოიყენონ დებატების მეთოდი იმის გასარკვევად, თუ რა მიმართულებით იქნებოდა უკეთესი მუშაობის წარმართვა.

  • როგორც მოგეხსენებათ, დებატები გვაძლევს საშუალებას, გავიგოთ უფრო მეტი კონკეტულ თემებზე, როგორც ერთი, ასევე, მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების საშუალებით, თუ რატომ ჯობია ერთი მიმართულებით მუშაობა მეორეს და პირიქით. არგუმენტების ამ ჭიდილში გაცილებით მარტივია უფრო თვალნათლივ დაინახო საკითხის როგორც ძლიერი, ასევე სუსტი მხარე.

  • ასევე, დებატები, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას, როგორც ინსტრუმენტი იმის გასარკვევად, თუ რომელი პრობლემური საკითხი უნდა იყოს უფრო პრიორიტეტული და რომელი უნდა გადაიჭრას პირველ რიგში. ანალოგიურად, არგუმენტების და კონტრარგუმენტების დაპირისპირებით შესაძლებელია უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება.

  • პრობლემის დიაგნოსტირების შემდეგ შექმენით ორი გუნდი. გუნდებმა უნდა დაამუშაონ ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული დებულება, რომლებიც არგუმენტებში უნდა გამოიხატოს. როგორც წესი, არგუმენტებს წინასწარ ჩამოწერენ-ხოლმე, რაც დებატების პროცესს ამარტივებს. არგუმენტებით თითოეულმა გუნდმა უნდა დაამტკიცოს თუ რატომ არის მისი პოზიცია უფრო ჯანსაღი და განსახორციელებლად საჭირო, მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე გუნდი ცდილობს დაამტკიცოს, რომ საკუთარი პოზიცია უფრო ღირებულია და განსახორციელებლად აუცილებელი.

  • არგუმენტებთან ერთად გუნდებს მზად აქვს, ან თამაშის პროცესში აყალიბებენ კონტრ-არგუმენტებს, რომლებითაც უპირისპირდებიან მოწინააღმდეგე გუნდის არგუმენტებს.

  • ფორმალური დებატები სხვადასხვა ტიპისაა (ბრიტანული საპარლამენტო, კარლ პოპერის სტილის და ა.შ.), რომლებიც ერთმანეთისგან თამაშის წესებით განსხვავდება. ასევე, სხვადასხვა ტიპის დებატებში განსხვავებულია მოთამაშეთა (მოდებატეთა) რაოდენობა.

 

ამ ბმულზე შეგიძლიათ მეტი შეიტყოთ დებატების შესახებ, კარლ პოპერის მეთოდით.

როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს მეთოდი?

ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია საკითხის უფრო ფართო კუთხით დანახვა. გადაწყვეტილების მიღების პროცესში დებატების მეთოდის გამოყენების ერთ-ერთი შედეგი არის სწორედ ის, რომ ამ შემთხვევაში უკეთ ვგებულობთ პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე მის უპირატესობებს და ნაკლოვანებებს.

 

ავტორები

განვითარების ჰაბი

Up Icon.png
bottom of page