top of page
ისტორიის კვალის ძიებისას

ისტორიის კვალის ერთობლივი ძიება , რათა სოფელში ყურადღება გამახვილდეს უყურადღებო ძეგლებზე

#თემი #კულტურა #მედია #სკოლა #ისტორია #ბავშვებისთვის #გარეთ

Კოორდინატორი: 1-2

მონაწილე: ფოტო-ვიდეოტექნიკის რაოდენობიდან გამომდინარე; თითო კამერაზე დაახლოებით 3-4 ადამიანი.

მოსამზადებლად: 1 დღე

განსახორციელებლად: 1-3 დღე

ფოტოაპარატები, თუ გვსურს გამოფენის გაკეთება – ფოტოსურათების დაბეჭდვა, თოკები, სამაგრები;

საფეხურები

  • შეგიძლიათ წინასწარ მოძებნოთ საინტერესო ადგილები, თემები ისტორიიდან (განსაკუთრებით თემატური/ხანგრძლივი პროექტისათვის, როდესაც თემის შესწავლა გსურთ);

  • იდეიდან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს ერთდღიანი ან რამდენიმედღიანი ღონისძიება (იდეალურ შემთხვევაში, მინიმუმ 3 დღე - მაშინ მართლაც საინტერესო ისტორიების მოპოვების შესაძლებლობა მოგეცემათ!);

  • დასაწყისში შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის ისტორია, საინტერესოა თუ არა ჩვენთვის – დადებითი ან უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, სთხოვეთ განმარტება თუ რატომ;

  • განაწილდით ჯგუფებად და გადით სასეირნოდ. მთავარი ამოცანა ისტორიის კვალის მოძებნაა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ისტორიას უფრო ფართოდ შეხედოთ - ვგულისხმობთ ისტორიის სხვადასხვა კვალს - ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს ძეგლები, სუვენირები, მაგრამ ასევე უფრო ახალი ისტორიის კვალი - რაც მოხდა. გასეირნების დროს თქვენ ცდილობთ ყურადღებით დააკვირდეთ და ეძიოთ ისტორიის ნაკლებად აშკარა კვალი, შეგიძლიათ მოინახულოთ მეზობლები - თხოვოთ მათ ფოტო, სუვენირები და ა.შ.

  • დაბრუნების შემდეგ ათვალიერებთ ფოტოსურათებს, საუბრობთ მათზე. თითოეულ ჯგუფს შეუძლია წარმოადგინოს ჯგუფის საუკეთესო ფოტოები.

  • შეჯამებისათვის შეგიძლიათ მოაწყოთ გამოფენა - ამობეჭდეთ ფოტოები და დაკიდეთ ისინი სკოლაში, ზოგიერთ საჯარო ადგილას, ღობეზე. ინტერნეტში ასევე შეგიძლიათ შექმნათ ფოტოგალერეა;

როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს მეთოდი?

ისტორიის კვალის ამგვარი ერთობლივი ძიება შეიძლება გახდეს კარგი საბაბი, რათა სოფელში ყურადღება გამახვილდეს უყურადღებო ძეგლებზე, ისტორიით გატაცებულ ბავშვებს და ახალგაზრდობას მიეცემათ ისტორიასთან შეხების შესაძლებლობა, რომელიც არ იქნება მხოლოდ  სახელმძღვანელოებში, ისტორია, რომელიც ყველგანაა ჩვენს გარშემო, ჩვენს სახლებში და სოფლებში. პროექტის გაგრძელების იდეას წარმოადგენს ისტორიის თემაზე ფილმის შექმნა, საგნების / სუვენირების გამოფენის მოწყობა.

ავტორები

Გალიციური განვითარების და განათლების ფონდი (პოლონეთი)

Up Icon.png
bottom of page