top of page
ფილმების განხილვის კლუბი

ფილმის საშუალებით გავხსნათ სადისკუსიო თემები

#თემი #კულტურა #მედია #სკოლა #შენობაში

Კოორდინატორი: 1-2

მონაწილე: დამოკიდებულია ოთახის/დარბაზის ზომაზე - 3-დან 100 კაცამდე;
ფილმის ხანგრძლივობაზე და დამატებით განხილვაზე - 45 წუთი;

მოსამზადებლად: 2-3 საათი

განსახორციელებლად: 2-3 საათი

ფილმი, კომპიუტერი, პროექტორი, ხმის გამაძლიერებლები (თუ დიდ დარბაზში ატარებთ, ასევე დაგჭირდებათ მიკროფონი)

საფეხურები

  • დაფიქრდით, თუ რომელი ფილმების ყურება და რა თემების განხილვა გსურთ. შეგიძლიათ ე.წ. გონებრივი იერიშის („ბრეინსტორმინგის“) საშუალებით შეარჩიოთ თემები, რომლებიც უმრავლესობისთვის იქნება ყველაზე საინტერესო. შეგიძლიათ დაგეგმოთ ღონისძიებების სერია,  მოიწვიოთ სტუმრები. ფილმის ჩვენების შემდეგ მოაწყოთ დისკუსიები, რომელიც უფრო მიმზიდველს გახდის მოვლენას და დაგეხმარებათ საკითხის უკეთ გარკვევაში, დიალოგის კულტურის დამკვიდრებაში, საინტერესო და მნიშვნელოვანი თემების წამოჭრაში.

  • სად ავიღოთ ფილმი? თუ თქვენ მოაწყობთ ღია ჩვენებას, უნდა გქონდეთ ფილმის ჩვენების ლიცენზია. ზოგჯერ დოკუმენტური ფილმების ჩვენება უფასოა, შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში. თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კინოფესტივალის ორგანიზატორებს, პროდიუსერებს - იქნებ ვინმემ გამოთქვას სურვილი ფილმის ჩვენება მოახდინოს საჯაროდ! ზოგჯერ ღირს ფილმების ჩვენების ორგანიზება სკოლასთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით - შესაძლოა მათთვის იყოს უფრო ადვილი ლიცენზიის მოპოვება ფილმის ჩვენებისათვის.

  • იპოვეთ შესაფერისი ადგილი ფილმის ჩვენებისათვის – აღნიშნული  დამოკიდებულია ჯგუფის ზომაზე და საჭირო ტექნიკაზე. თქვენ შეგიძლიათ მოაწყოთ ჩვენება ვინმესთან სახლში, სკოლაში, საერთო ოთახში, ბიბლიოთეკაში, კულტურულ ცენტრში, ქალაქგარეთ. თუ გსურთ, შეგიძლიათ მოიწვიოთ სპეციალური სტუმარი – ვისაც ექნება ინფორმაცია ფილმის შექმნის შესახებ. მნიშვნელოვანია დროის და თარიღის დანიშვნა.

  • იზრუნეთ რეკლამაზე - გააკარით პლაკატები, მოიწვიეთ სტუმრები.

  • მოემზადეთ დისკუსიისათვის - შეარჩიეთ ადამიანი, ვინც გაუწევს დისკუსიას მოდერაციას, ეს შეიძლება იყოს თქვენი გუნდის წევრი, ან შესაძლებელია ვინმეს მოწვევაც. დისკუსია შეიძლება შემოფარგლული იყოს ფილმის შემდეგ შთაბეჭდილებებისა და აზრების გაცვლით, ასევე, შეიძლება ჰქონდეს ინფორმაციული ხასიათი. თუ გსურთ, რომ დისკუსია იყოს ინფორმაციული, თქვენ უნდა მოამზადოთ დამატებითი ინფორმაცია და დაფიქრდეთ მის წარდგენაზე. ღია ჩვენების შემთხვევაში მიზანშეწონილია ფილმის ნახვა ჩვენების ორგანიზებამდე.

  • ჩვენების დაწყებამდე უნდა შეამოწმოთ ტექნიკა და გაანაწილოთ დავალებები (მოამზადოთ ოთახი, აღჭურვილობა).
     

როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს მეთოდი?

ფილმების შერჩევა შესაძლებელია თქვენი ინტერესების / ამჟამინდელი თემების, მოვლენების, არდადეგების, თემატური დღეების მიხედვით (მაგ. ფილმი დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ეკოლოგიურ თემაზე ან  ლტოლვილთა დღესთან დაკავშირებით და ა.შ.). ფილმის ჩვენება დიდი საბაბია შეხვედრის და განხილვის მოსაწყობად! შეგიძლიათ სცადოთ მისი ორგანიზება თქვენს კლასში შესწავლილი თემების ირვლივ. გახსოვდეთ, რომ ზაფხულში შეგიძლიათ გარე კინოთეატრის ორგანიზებაც - ყველაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ, არის კარგი პროექტორი, ნათელი კედელი და ხმის გამაძლიერებლები.

ავტორები

Გალიციური განვითარების და განათლების ფონდი (პოლონეთი)

Up Icon.png
bottom of page