ქუჩის მუსიკის დღე
უცნობი და ნიჭიერი ხალხი ერთ სივრცეში მაყურებელთან ერთად
#თემი #კულტურა
კოორდინატორი: 5-10
მონაწილე: 10-40
მოსამზადებლად: 1 კვირა
განსახორციელებლად: 3-6 საათი
ინსტრუმენტები, აპარატურა
საფეხურები
მსგავსი ტიპის ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ უცნობ და ნაკლებად პოპულარულ მუსიკოსებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ გამოვიდნენ სცენაზე და ხალხმა გაიცნოს ისინი. ასევე, მსგავს ღონისძიებებში აუცილებლად გვეხმარებიან ორგანიზაციის/საინიციატივო ჯგუფის მოხალისეები, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ უვითარდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა და ასევე სწავლობენ სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებას
განხორციელების საფეხურები:
მამზადება
-
ძირითადი სამუშაო გუნდის შეკრება და მოვალეობების გადანაწილება;
-
მუსიკოსების მოძიება და ტერიტორიის არჩევა;
-
სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელება და ფლაერების დარიგება;
-
ინსტრუმენტებისა და აპარატურის მოძიება.
განხორციელება
-
პირველ რიგში, უნდა შეიკრიბოს სამუშაო გუნდი, რომელიც გადაინაწილებს პასუხისმგებლობებს;
-
მას შემდეგ, რაც პროექტის განმახორციელებელი გუნდი შეიკრიბება, მათ უნდა შეარჩიონ ფესტივალის ჩატარების თარიღები და ადგილმდებარეობა;
-
უნდა შეიქმნას იმ მუსიკოსების სია, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალზე და გუნდის წევრებმა უნდა დაიწყონ მათთან კომუნიკაცია და დეტალების მოგვარება;
-
ღონისძიების სამზადისი უნდა დაიწყოს ჩატარების დღემდე ორი ან სამი კვირით ადრე;
-
ფესტივალის ჩატარების ადგილმდებარეობის არჩევის შემდეგ, საჭიროა ტერიტორიაზე მისვლა და
-
ამის შემდეგ, აუცილებლად უნდა დაიწყოს მასალების მოძიება და შეგროვება. ამ შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი არის მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ხმის სისტემის მოძიება და დამონტაჟება;
-
თუ თქვენს ორგანიზაციას ჰყავს მოხალისეები, კარგი იქნება, თუ ჩართავთ მათ (თავიანთი სურვილების გათვალისწინებით) ქუჩის მუსიკის დღის ორგანიზებაში;
-
მნიშვნელოვანია ფესტივალის დღეს რამდენიმე საათით ადრე მისვლა ტერიტორიაზე, ყველაფრის მოწყობა და ადგილზე მოვალეობების გადანაწილება;
-
ორგანიზება გაუწიეთ ფოტო და ვიდეო გადაღებას;
-
ფესტივალის ჩატარების შემდეგ, ღონისძიების მიმდინარეობის გუნდში განხილვა.
განხორციელების შემდეგ
-
ფოტო/ვიდეო მასალის მოძიება და სოციალურ ქსელში გავრცელება.
ღონისძიების დასასრულს, ორგანიზატორების სიტყვით გამოსვლა და გრანდიოზულად დახურვა.
ავტორები