Swap /გაცვლის წვეულება
არ გადააგდო ძველი ნივთები, გაცვალე
#თემი #ეკოლოგია
კოორდინატორი: 3-5
მონაწილე: შეუზღუდავი
მოსამზადებლად: რამდენიმე დღე
განსახორციელებლად: მაქსიმუმ 2-3 საათი
ადგილი, მაგიდები, ტანსაცმლის საკიდები
-
Swap-წვეულება არის ღონისძიება, რომლის დროსაც მონაწილეები ერთმანეთს უცვლიან მათთვის გამოუსადეგარ ნივთებს. თითოეულ ჩვენგანს სახლში გაგვაჩნია ნივთები, რომლებსაც არ გამოვიყენებთ. იმის ნაცვლად, რომ გადავაგდოთ ის, შეგვიძლია მოაწყოთ სვოპ (Swap) წვეულება! ზემოთ ხსენებული გვაძლევს შესაძლებლობას გავთავისუფლდეთ ზედმეტი ტანსაცმლისგან, წიგნებისგან, სამკაულებისგან ან სხვა ნივთებისაგან. არ გვიწევს დამატებითი ხარჯების გაწევა. განხორციელებული გარიგებები უნაღდო ხასიათისაა. გარდა ამისა, სვოპ (Swap) წვეულებას კიდევ ერთი უპირატესობა გააჩნია - ის არის ეკოლოგიური ხასიათის ღონისძიება და მიზნად ისახავს ახალი ნივთების შეძენისგან თავის არიდებას. შეგიძლიათ გაერთოთ და იზრუნოთ გარემოზე!
-
შეკრიბეთ ხალხი! მინიმუმ ორი ადამიანია საჭირო იმისათვის, რომ გაცვლა განხორციელდეს. ამასთან, ღონისძიება იქნება გაცილებით საინტერესო, თუ ბევრი სტუმარი გეყოლებათ (და იქნება უფრო მეტი ნივთი გასაცვლელად). გაესაუბრეთ მეგობრებს და ნაცნობებს, რათა მოაწყონ სვოპ-წვეულება.
-
დაფიქრდით იმაზე, თუ რომელ ნივთს გაცვლით. შეგიძლიათ გაცვალოთ ყველაფერი, რაც ჯერ კიდევ არ გამოგიყენებიათ და არ არის დაზიანებული. თქვენზეა დამოკიდებული რა ნივთი იქნება იგი; ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ტანსაცმელი, სამკაულები, წიგნები და ა.შ. დაფიქრდით რას წაიღებთ ღონისძიებაზე.
-
განსაზღვრეთ ღონისძიების ადგილი და დრო – გაითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ გარკვეული დროა საჭირო სახლებში, სხვენებში და სარდაფებში ნივთების მოსაძებნად, რომლებსაც გაცვლით. იდეალურ შემთხვევაში იპოვით ადგილს, სადაც სარკეც იქნება იმისთვის, რომ ტანსაცმელი მოისინჯოთ.
-
დააწესეთ გაცვლის წესები (გაცვლა არ ნიშნავს სანაგვეს, საგნები უნდა იყოს სუფთა და კარგ მდგომარეობაში), ვინც პირველი იქნება, მას მეტი შანსი აქვს ნახოს გასაცვლელი ნივთების მრავალფეროვნება.
-
თუკი ღონისძიების შემდეგ რამე ნივთი დაგრჩებათ, შეგიძლიათ ის გადასცეთ გაჭირვებულებს ან დატოვოთ ისინი შემდეგი სვოპ–წვეულებისთვის!
-
ასეთი ღონისძიების ორგანიზება შეგვიძლია გამოვიყენოთ კარგ საბაბად, რათა ვისაუბროთ ეკოლოგიაზე, შესყიდვების შემცირებაზე და ნარჩენების რაოდენობაზე.
-
წვეულების დროს შეგიძლიათ იზრუნოთ ფურშეტზე (თუ გსურთ ხაზი გაუსვათ ეკოლოგიურ გავლენას, უარი თქვით პლასტმასის და ერთჯერად ჭურჭელზე!); მოამზადეთ მუსიკა. წვეულებისთვის განკუთვნილ ოთახში შეგიძლიათ მოათავსოთ ეკოლოგიური ხასიათის ხელნაკეთი პლაკატები.
ავტორები