გამოფენა ევროპა
შემეცნებითი, საგანმანათლებლო, მუსიკალური და ჩართულობითი ღონისძიება
#თემი #კულტურა
კოორდინატორი: 5-10
მონაწილე: 10-40
მოსამზადებლად: 1 კვირა
განსახორციელებლად: 3-4 საათი
ჩასატარებელი ადგილი, აპარატურა
განხორციელება
გამოფენა ევროპა შეიძლება შედგებოდეს შემდეგი ღონისძიებებისგან: ფორუმ თეატრი,
Europe talk და სხვ. სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები სხდებიან და უყვებიან ხალხს მათი ორგანიზაციის შესახებ; შესაძლებელია მოეწყოს არაფორმალური განათლების კუთხე; ასევე, ხელნაკეთი ნივთების კუთხე. მონაწილეები იქვე ასწავლიან როგორ შეიძლება სხავდასხვა საინტერესო ნივთების დამზადება პლასტმასის ნარჩენებისგან (ამისთვის ამ საქმის მცოდნე ადამიანებთან შეთანხმება დაგჭირდებათ).
განხორციელების საფეხურები:
მამზადება
-
ძირითადი სამუშაო გუნდის შეკრება და მოვალეობების გადანაწილება;
-
აქტივობების დაგეგმვა;
-
სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელება და ფლაერების დარიგება.
განხორციელება
მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ პროექტის განხორციელება ნულოვანი ბიუჯეტით თითქმის შეუძლებელია, რადგან, როგორც მინიმუმ, საჭიროა იმ ადგილის დაქირავება, სადაც ღონისძიება ჩატარდება, თუ ეს არ არის გარე (ღია) სივრცე; ასევე მიკროფონების, ხმის გამაძლიერებლებისა და სხვა აპარატურის დაქირავება; ასევე, იქონიეთ თანხა მოხალისეების (რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ეხმარებიან ორგანიზატორებს) კვების უზრუნველსაყოფად.
-
შექმენით საორგანიზაციო გუნდი, რომელიც იმუშავებს ამ კონკრეტულ ღონისძიებაზე;
-
გადაინაწილეთ დავალებები და მოვალეობები;
-
ყურადღებით შეარჩიეთ და დაგეგმეთ ის აქტივობები, რომლებიც განხორციელდება გამოფენა ევროპაზე;
-
შეარჩიეთ მონაწილეები აქტივობებისთვის;
-
ღონისძიების ჩატარების თარიღის შერჩევა და ადგილმდებარეობის მოძიება;
-
სოციალურ ქსელში იფორმაციის გავრცელება ღონისძიების შესახებ;
-
გამოფენის ჩატარების დღეს წინასწარ ეწვიეთ ტერიტორიას რამდენიმე საათით ადრე, რათა მოხდეს ადგილზე მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილება;
-
მოაწესრიგეთ ყველა საჭირო ინვენტარი, რაც გამოფენისთვის გჭირდებათ:
-
სივრცე, სადაც ღონისძიება უნდა ჩატარდეს
-
მიკროფონები
-
ხმის გამაძლიერებლები და სხვა აუდიო აპარატურა
-
სხვა საჭირო ინვენტარი, რაც თქვენ მიერ დაგეგმილი ღონისძიებებისთვის არის საჭირო.
-
-
ღონისძიების ჩატარების შემდეგ უნდა დაიგეგმოს შეხვედრა, რათა ორგანზიატორებმა განიხილონ უკვე ჩატარებული ღონისძიება და შემდეგ სოციალურ ქსელში გაავრცელონ ფოტო და ვიდეო მასალა.
განხორციელების შემდეგ
-
ფოტო/ვიდეო მასალის მოძიება და სოციალურ ქსელში გავრცელება.
ღონისძიების დასასრულს, ორგანიზატორების სიტყვით გამოსვლა და გრანდიოზულად დახურვა.
ავტორები